ამ მარტივი ხრიკით გაზქურის კონფორი 10 წუთში ახალივით სუფთა და ბზინვარე გახდება

2006

რა თქმა უნდა, კერძების მომზადება ძალიან მიყვარს. ჩემთვის ეს საქმეც არაა. აი, შემდეგ სამზარეულოს დალაგება ნამდვილი კოშმარია. სწორედ ამიტომ, ვცდილობ კერძის მზადების პროცესში შხეფები აქეთ–იქით არ მოვისროლო, რომ მოგვიანებით სველი ჩვრით სირბილი არ მომიწიოს. როგორც გესმით, ასე ყოველთვის არ გამოდის. თუ გაზქურის სახელურების გაწმენდამდე საქმე იშვიათად მიდის, კონფორებს თვეში ერთხელ მაინც ვწმენდ. Vivien გასწავლით, როგორ გაწმინდოთ გაზქურის კონფორები მარტივად.დამეთანხმეთ, გაზქურის გაწმენდა ნამდვილი სასჯელია. სანამ არ გავიგე, როგორ გავწმინდო ეფექტურად, მასზე ფოლგას ვაფარებდი. კონფორებსაც ნორმალურად ვერ ვწმენდი. საბედნიეროდ, დედამთილი თავისი ძველებური ხრიკებით დამეხმარა. ყველა კითხვაზე თავისი რჩევა აქვს.

როგორ მოვაშოროთ ჭუჭყი კონფორებს – პირველ რიგში, გაზქურას გისოსი ფრთხილად მოაშორეთ. ახლა ღრმა თასში კონფორები და მისი ყველა დეტალი ჩააწყვეთ. ნებისმიერი ჭურჭელ გამოგადგებათ, რომელსაც კერძის მოსამზადებლად არ იყენებთ.კონფორებს 2 ს/კ ლიმონმჟავა მოაყარეთ და ცხელი წყალი დაასხით. ლიმონმჟავა ცხიმს და დიდი ხნის ნადებს ეფექტურად შლის. სიტყვაზე, ეს პროცედურა საკმარისია, თუ კონფორი ძლიერ ჭუჭყიანი არაა. ჭუჭყი ხომ უბრალოდ ფენებად დაიშლება და მის მოშორებას მარტივად შეძლებთ.

საშუალება კონფორის გასაწმენდად – თუ თქვენი კონფორისთვის ლიმონმჟავა საკმარისი არაა, შემდეგი ინგრედიენტებით ნარევი მოამზადეთ:

  • 2 ს/კ სოდა
  • 1 ს/კ წყალბადის ზეჟანგი
  • 1 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება

ხელნაკეთი საშუალება კბილის ჯაგრისით კონფორს წაუსვით. პროცედურის დროს ხელთათმანები გაიკეთეთ. ამავე საშუალებით შეგიძლიათ გაზქურის რთულად მისადგომი ადგილებიც გაწმინდოთ. პასტა ცხიმს და ჭუჭყს შესანიშნავად შლის.ამ საშუალებაში სოდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ლაქებს და ჭუჭყს არბილებს. ჭურჭლის სარეცხი საშუალება ცხიმს გაუმკლავდება, ხოლო წყალბადის ზეჟანგი ზედაპირს დეზინფექციას ჩაუტარებს. პრინციპში, კანისთვის უსაფრთხოა, მაგრამ სჯობს არ გარისკოთ.

კიდევ რა შეგიძლიათ გარეცხოთ ამ საშუალებით – ამავე პასტით შეგიძლიათ სამზარეულოში სამუშაო ზედაპირის ან სააბაზანო ოთახში რთულად მისადგომი ადგილები გაწმინდოთ. თუ ბევრი მოამზადეთ, ჰერმენტულ ჭურჭელში შეინახეთ. საშუალება 1 კვირის ან 1 თვის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ასეთი შინაურული საშუალებით კონფორებს სწრაფად და ხარისხიანად გაწმენდთ. ჩემი გაზქურა ახალივით გამოიყურება. თქვენ რა გეხმარებათ სამზარეულოში სისუფთავის შენარჩუნებაში? გაგვიზიარეთ დალაგების მეთოდები, რომლებიც ცხოვრებას გიმარტივებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს