დღეში 1 ბულგარული წიწაკა ორგანიზმზე მოულოდნელ ეფექტს ახდენს

849

თითოეული ადამიანი რთული გასტრონომიული ამოცანის წინაშე ერთხელ მაინც დამდგარა. გემრიელსა და სასარგებლოს შორის ბალანსის დაცვა მარტივი არაა. სწორედ ამიტომ, ბევრი ჩვეული პროდუქტის თვისებების გარჩევა გვიწევს. მაგალითად, ბულგარული წიწაკის სარგებელი და ზიანი დღემდე სადავო საკითხია. Vivien გარკვევას ეცდება!ბევრისთვის საყვარელი პროდუქტი თქვენს გაოცებას შეძლებს. მაგალითად, კულინარიაში მას ბოსტნეულად მიიჩნევენ. ბოტანიკური გაგებით ტკბილი წიწაკა კენკრაა.

ბულგარული წიწაკის სარგებელი და ზიანი

ასეთი ნაცნობი და ჩვენი გულისა თუ საფულისთვის ძვირფასი ბულგარული წიწაკა ბევრი დიასახლისისთვს უცვლელი პროდუქტია. მას შიგთავსით ვავსებთ, სალათებს ვუმატებთ ან გრილზე ვწვავთ. მან მსოფლიოს ბევრ სამზარეულოში დამაჯერებლად შეაბიჯა. აი, მისი სხვადასხვა თვისების შესახებ ბევრმა არ იცის. დავიწყოთ, სასარგებლო თვისებებით.

  • დაბალი კალორია – წიწაკა თითქმის მთლიანად წყლისგან შედგება. თუ გახდომას აპირებთ, შესანიშნავი არჩევანია. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ.
  • C ვიტამინით მდიდარია – ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ადამიანის ორგანიზმისთვის. თან ორგანიზმი უკეთ ითვისებს, ვიდრე ფორთოხალს. C ვიტამინის ნორმის მისაღებად მხოლოდ 40 გრ ბულგარული წიწაკა უნდა მიირთვათ. იმუნიტეტი აუცილებლად მადლობას გეტყვით.
  • კალიუმი და რკინა – ყვითელი ფერის წიწაკა ბევრ კალიუმს და რკინას შეიცავს, ამიტომ გულისა და სისხლძარღვების სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა.
  • კაროტინის საწყობი – თუ თქვენი მხედველობა თანდათან ქვეითდება, შესაძლოა, ცხოვრებაში წიწაკა გაკლიათ.
  • B ვიტამინით მდიდარია – ბულგარული წიწაკა ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. როგორც შოკოლადი, განწყობას აუმჯობესებს, მაგრამ ჭამის შემდეგ საყვარელი შარვლის გაფართოება არ მოგიწევთ.
  • ძლიერი ალერგენი – ერთი შეხედვით უვნებელ პროდუქტზე ბევრ ადამიანს საშინელი ალერგია აქვს, ამიტომ ფრთხილად იყავით. ბავშვები საფრთხის ქვეშ ყველაზე მეტად არიან! როგორც წესი, ალერგიული რეაქცია მოხმარებიდან პირველ რამდენიმე წუთში ჩნდება. იშვიათად – 1–2 საათში.
  • კუჭისთვის საზიანოა – გულძმარვა და კუჭის პრობლემები მშვიდად შეიძლება გამოიწვიოს. გამოსავალი არსებობს. სითბოთი დამუშავებულ წიწაკას ორგანიზმი უკეთ ითვისებს. დღეში 3-4 ბულგარული წიწაკა შეგიძლიათ უმად მიირთვათ, მაგრამ დაუმუშავებელი წიწაკა კუჭ–ნაწლავის ტრაქტს ძლიერ აღიზიანებს.

სხვათა შორის, ბულგარულ წიწაკაში შემავალი ბევრი ვიტამინი ცხიმში ხსნადია. თუ საკვებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება გსურთ, ამის შესახებ არ დაგავიწყდეთ. რა თქმა უნდა, ბულგარული წიწაკის მიღების დღიური ნორმა გახსოვდეთ: მხოლოდ 1 ნაყოფი! ეს საკმარისია, რომ ჯანმრთელობა რისკის გარეშე გააჯანსაღოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს