დღეს Vivien გიზიარებთ ერთ–ერთი მკითხველის და დიასახლისის გამოცდილებას, რომელიც თეთრ წინდებზე ძველებური სიქათქათის დასაბრუნებლად ეფექტურ მეთოდს იყენებს.„4 წყვილი წინდა გასარეცხად დამიგროვდა. მათგან ზოგი პრაქტიკულად შავია, ზოგი ნახევრად ბინძური. მათ შორისაა ბავშვის წინდაც.პირველ რიგში, ტაშტში წყალი ჩაასხით. მთელი პროცედურა შეგიძლიათ აბაზანაში, ნიჟარაში ჩაატაროთ.კუპრის საპონი აიღეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თხევადი, ასევე მყარი კუპრის საპონი. ვფიქრობ, მყარი საყონი კიდევ უფრო უკეთ მუშაობს, მაგრამ უბრალოდ დამიმთავრდა. ამჯერად თხევად საპონს გამოვიყენებ, მაგრამ სჯობს მყარი კუპრის საპონი შეიძინოთ.
ახლა თითოეული წინდა კუპრის საპონით კარგად გაქაფეთ. კუპრის საპონი უბრალოდ წყალს არ დაუმატოთ, არამედ ქსოვილში შეაზილეთ. ასე წინდებს ზედაპირულ ჭუჭყს მოაშორებთ, რომ შემდეგ გათეთრება შეძლოთ. კუპრის საპონი არ დაგენანოთ.შედარება გავაკეთე და ვფიქრობ, რომ კუპრის საპონი სარეცხი თვისებებით უფრო ეფექტურია, ვიდრე დიასახლისის საპონი. დამატებით, კუპრის საპონს ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს.წინდები კუპრის საპნით კარგად გასაპნეთ და 30 წუთით გააჩერეთ. ახლა ტაშტი აიღეთ, ცხელი წყალი (ზუსტად 50 გრადუსი) ჩაასხით. სანამ ყველაფერს გახსნით, ცოტა გაგრილდება.ამ წყალში მარგანოცვკა დაამატეთ. მის შეძენას აფთიაქში შეძლებთ, თხევადი ფორმით შეიძინეთ. ცოტა დაუმატეთ და კარგად გახსენით. შეგიძლიათ ჯერ პატარა ჭიქაში გახსნათ, რომ მარგანცოვკის გრანულები კარგად გაიხსნას და არაფერი შეღებოს.ახლა შეგიძლიათ წყალში წინდები ჩაალბოთ. მარგანცოვკიან წყალში ბოლომდე ჩატვირთეთ და ამ ხსნარში 2-3 საათით გააჩერეთ.
2 საათში შედეგს დააკვირდით. ნახეთ, როგორი მღვრიე გახდა წყალი.ახლა წინდები ხელით გაჩიჩქნეთ, რომ რბილი ჭუჭყი, რომელიც ზედაპირზე დარჩა, მოაშოროთ.
ამის შემდეგ წინდები სარეცხ მანქანაში გარეცხეთ, რომ წყალი კარგად გაავლოთ და კუპრის საპნის სუნი მოაშოროთ.ამ მიზნით სარეცხი ფხვნილი მათეთრებლის ეფექტით გამოიყენეთ. პირადად, ვიყენებ სარეცხ ფხვნილს Sarma. ვფიქრობ, თეთრეულს უფრო ათეთრებს.
ლაქის ამომყვან საშუალებას აუცილებლად ვუმატებ. სარეცხი ფხვნილი წინდებს გაათეთრებს, ხოლო ლაქის ამომყვანი დარჩენილ ლაქას მოაშორებს.ლაქების ამოსაყვანად ვიყენებ „ანტიპიატინს“ რეცხვის გამაძლიერებლი ეფექტით. ასეთი საშუალება ხელით და მანქანით რეცხვისთვის გამოგადგებათ. თან სხვა საშუალებებს მუშაობაში ხელს არ უშლის. მაგალითად, ზოგჯერ რეცხვისას ვამატებ „მათეთრებელს“, ბორის მჟავას, ნიშადურის სპირტს, რომ რუხი ფერი და სიყვითლე მოვაშორო ან ძველი ნივთები განვაახლო. საშუალება რეცხვის გამაძლიერებელი ეფექტით სხვა საშუალების მუშაობას არ წყვეტს, პირიქით, აძლიერებს.
სარეცხ მანქანაში „პერანგების“ რეჟიმზე, 40 გრადუს ტემპერატურაზე, 800 ბრუნ გაწურვაზე ჩართეთ. რეცხვის დრო – 1 საათი და 6 წუთი.წინდები გაშრა და შედეგი სურათზე ნახეთ.
ვფიქრობ, დიდებულად გაირეცხა და გათეთრდა. წინდები აბსოლუტურად სუფთა და თეთრია. მათ ფერს ყურადღება მიაქციეთ, ქათქათა თეთრი გახდა.თუ ფიქრობთ, რომ წინდები შემეძლო პირდაპირ სარეცხ მანქანაში მომეთავსებინა, მათეთრებელი, ლაქის ამომყვანი დამემატებინა და იგივე შედეგი მიმეღო, გარწმუნებთ, რომ აბსოლუტურად სხვა შედეგს მივიღებდი. წინდები ასეთი ქათქათა და ლაქების გარეშე არ დარჩებოდა. ჭუჭყი, რომელიც თავიდან გაჩვენეთ, მხოლოდ ჩალბობით შეგიძლიათ მოაშოროთ.ნებისმიერი ჩალბობა გამოგადგებათ. მაგალითად, შეგიძლიათ წინასწარ ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბი წყალში გახსნათ და ამ ხსნარში ჭუჭყიანი ნივთები ჩაალბოთ.კუპრის საპონსა და მარგანოცვკის ხსნარებში ჩალბობაც ლაქებს კარგად არბილებს და წინდებს ათეთრებს. შედეგად, ქათქათა წინდებს მიიღებთ.მარგანოცვკით და დიასახლისის საპონით ფარდებს ყოველთვის ვათეთრებდი და შედეგი ძალიან მომწონს. მოგვიანებით, ერთ–ერთ წიგნში წავიკითხე, რომ კუპრის საპონი თეთრ წინდებს კარგად რეცხავს. ამ ორი მეთოდის გაერთიანება გადავწყვიტე, რომ წინდები ჯერ კუპრის საპონში, შემდეგ მარგანოცვკის ხსნარში ჩამელბო და შემდეგ გამერეცხა. როგორც ხედავთ, შესანიშნავი შედეგი მივიღე. აუცილებლად სცადეთ, მეთოდი 100%–ით ეფექტურია.