მზესუმზირას ნათესავი მცენარე – მისი სარგებელი და როგორ გამოვიყენოთ

1017

დღეს მიწავაშლა სუპერ პროდუქტია და მისი პოვნა რთულია, ადრე კი მას სუპერმარკეტებში, ბოსტნეულის დახლზე მარტივად იპოვიდით. მიწავაშლა ძალიან გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია, რომელიც რაციონში უნდა ჩართოთ. ეს უფრო იაფია, ვიდრე ექიმებში სიარული. Vivien გიამბობთ, თუ რა სარგებელი აქვს მიწავაშლას ფესვს.

რა სარგებელი აქვს მიწავაშლს

მიწავაშლის ბოლქვი კარტოფილსა და კოჭას შორის რაღაც შუალედს ჰგავს, მაგრამ მისი ყველაზე ახლო ნათესავი მზესუმზირაა. მისი სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა, სადაც ინდიელები ბოლქვს სხვადასხვა მიზნით იყენებენ. მაგალითად, მისი ღერო, ფოთლები და ბოლქვი საკვებად და სამკურნალოდ გამოიყენება.ევროპაში მე-16-17 საუკუნეებში, ჩვენთან სსრკ–ს ეპოქაში გამოჩნდა. ხელისუფლებამ მცენარის სარგებელი და გემო ღირსეულად დააფასა. მოსავლელად უპრეტენზიოა, ყინვას იტანს და კარგ მოსავალს იძლევა, მაგრამ რთულად ინახება, ამიტომ ბევრის მოყვანის იდეას დაემშვიდობეთ.მცენარე შეიცავს ბევრ B ჯგუფის ვიტამინს (კერძოდ, B1), C ვიტამინს და რამდენიმე ნივთიერებას, რომლებიც დაგეხმარებათ შემდეგი დაავადებების მკურნალობაში:

  • ანემია. ბოლქვში ბევრი ბიოაქტიური ნივთიერება და რკინა შედის, რაც ანემიის კარგ პროფილაქტიკას უზრუნველყოფს.
  • დიაბეტი. მიწავაშლი მდიდარია ინულინით, ინსულინის ნატურალური ანალოგით. ის შაქარს შლის და შესაბამისად სისხლში მისი რაოდენობის შემცირებას ხელს უწყობს.
  • ჰიპერტონია. მაღალ წნევას ამცირებს.
  • ღვიძლის დაავადებები. მასში შემავალი ნახშირწყლები ადვილად ათვისებადია. სწორედ ამიტომ, ღვიძლის განმტვირთველ ბევრ სამკურნალო დიეტაში გვხდება.
  • გულის დაავადებები. ვერ კურნავს, მაგრამ გულისა და სისხლძარღვების სისტემას აძლიერებს.

მიწავაშლის ფოთლების სარგებელი – მცენარის ფოთლები და ყვავილებიც ღირებულია. ინდიელები მათ კანის დაავადებების სამკურნალოდ და ჭრილობების შესახორცებლად იყენებდნენ. მცენარის ფოთლები ქსოვილების ელასტიურობას ზრდის და აღდგენას აჩქარებს.ფოთლებისგან იმუნიტეტის გასაძლიერებელ ჩაის ამზადებენ, ასევე ორგანიზმის გამწმენდ ნაყენს. ფოთლების ნაყენი შეგიძლიათ აბაზანას დაუმატოთ. ასე ფეხის ტკივილს შეამცირებთ. პოდაგრის, ართრიტის და სახსრების სხვა დაავადებების დროს სასარგებლოა.

სად ვიპოვოთ  – მცენარის პოვნა სუპერმარკეტებში გაგიჭირდებათ. აი, ბაზრობაზე რომელიმე ბებო შეიძლება ყიდდეს. მის შეძენას ჯანსაღი კვების მაღაზიებშიც შეძლებთ. ინტერნეტში განცხადებების საიტზე შეგიძლიათ მოძებნოთ, სადაც გლეხები ზედმეტ მოსავალს ხშირად ყიდიან.მიწავაშლა შეგიძლიათ უმად მიირთვათ, მოხარშოთ ან შეწვათ. ნებისმიერი სახით გემრიელია. კარტოფილის მსგავსად შეწვით, წინასწარ 15 წუთით წყალში ჩაალბეთ. მისგან კრემ–სუპი და გემრიელი სალათი მზადდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს