Vivien გთავაზობთ რამდენიმე ნიღბის რეცეპტს თვალის გარშემო კანისთვის, რომლებიც მეგობარმა კოსმეტოლოგ–მასაჟისტმა გამიზიარა. ქუთუთოს კანი ძალიან თხელი და მგრძნობიარეა, ამიტომ ამ ნიღბების შემადგენლობაც ძალიან დელიკატურია. გირჩევთ, ნიღბების გამოყენებამდე რამდენიმე ვარჯიში შეასრულოთ, რომ თვალის მრგვალი კუნთები, შუბლის და საფეთქლის კუნთები მოადუნოთ. ამ კუნთების მდგომარეობაზე თვალის ახალგაზრდობაა დამოკიდებული. ვარჯიშებით ჩამოწელილ ქუთუთოს დაჭიმავთ, მიმიკურ ნაოჭებს მოიშორებთ და ხედვას უფრო ახალგაზრდულს და გახსნილს გახდით. ნიღბების დახმარებით კანის მდგომაროება გაუმჯობესდება.
- პირველი ვარჯიშით შუბლის კუნთების მოდუნებას შეძლებთ, რომლის შემცირება ზედა ქუთუთოს ჩამოწელვას ხელს უწყობს. თითები შუბლზე დაიდეთ და კანის მოძრაობა დაიწყეთ. მოძრაობა: ზევით–ქვემოთ და ჰორიზონტალურად.
- მეორე ვარჯიშით წარბების აწევას და ჩამოწელილი ქუთუთოს მოშორებას შეძლებთ. ერთი ხელის თითები წარბს ზემოთ დაიდეთ, ქსოვილები ზემოთ ასწიეთ, მეორე ხელის თითებით წარბის ქვეშ წერტილოვანი მასაჟი გაიკეთეთ. ვარჯიში მეორე მხარეს გაიმეორეთ.
- საფეთქლების კუნთები მოადუნეთ. თითები საფეთქლებზე დაიდეთ და წრიული მოძრაობა დაიწყეთ. ამასთან, კანზე თითები არ ასრიალოთ. თითები გადაადგილეთ, წრიული მოძრაობა გააგრძელეთ. შემდეგ საფეთქლების სივრცეს მთელი ხელისგული დაუსვით.
ნიღბები თვალის გარშემო კანისთვის
- 1–ლი ნიღბისთვის შვრიის ფანტელები დაგჭირდებათ. 1 ს/კ ჰერკულესი ყავის საფქვავში დაფქვით და ცხელი რძე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დაასხით. რამდენიმე წვეთი ქაცვის ზეთი ან ასკილის ზეთი დაუმატეთ. ასევე შეგიძლიათ თევზის ქონი გამოიყენოთ, რომელიც ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარია. ფუნჯით თვალის გარშემო კანზე წაისვით. ყველაფერი, რისი წასმაც თვალზე შეიძლება, მთელ სახეზე შეგიძლიათ წაისვათ. მოსახერხებელი რომ იყოს, ზედა ქუთუთოზე ნიღაბში გაჟღენთილი ბამბის დისკი გამოიყენეთ. 10-15 წუთით გაიჩერეთ. გრილი წყლით ჩამოიბანეთ და კანი მწვანე ჩაით გაიწმინდეთ.
- შემდეგი ნიღბისთვის დაგჭირდებათ 1 ჩ/კ გამდნარი კარაქი, რბილი კარაქი და ამდენივე ბანანის რბილობი. მასა ჩანგლით კარგად აურიეთ და თვალის გარშემო კანზე წაისვით. ნიღაბი შეგიძლიათ მთელ სახეზე წაისვათ. ასევე ნიღაბი შეგიძლიათ მსუბუქი მასაჟის დროს გამოიყენოთ. სრიალა მოძრაობით ნიღაბი ქუთუთოს კანზე იმოქმედებს. ნიღაბი 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- შემდეგი ნიღაბი, რომელიც პატჩის სახით მზადდება. დაგჭირდებათ აგარ–აგარი – ბუნებრივი, ჟელეს მსგავსი კომპონენტი, რომელსაც მაღაზიებში, ჟელატინის გვერდით ადვილად იპოვით. 5-7 გრ აგარ–აგარი 100 მლ ცხელ წყალში გახსენით და ადუღებამდე მიიყვანეთ. დაქუცმაცებული ალოე ვერას ან ჩვეულებრივი ალოეს ფოთოლი დაუმატეთ და ფორმებში ჩაასხით. დაკბილული თეფში გამოგადგებათ. გამაგრების შემდეგ შეგიძლიათ თვალზე გამოიყენოთ. რგოლი შუაზე გაჭერით და ქვედა ქუთუთოზე დაიდეთ. 10-15 წუთით გაიჩერეთ. ნიღაბი შეგიძლიათ დახურულ კონტეინერში, მაცივარში რამდენიმე დღე შეინახოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს