1 ნიღაბი კვირაში ერთხელ ასაკოვანი კანის გასაახალგაზრდავებლად

1097

დღეს Vivien შესანიშნავ აღმოჩენას გიზიარებთ. გთავაზობთ ნიღბების რეცეპტებს, რომელთაც ანტიასაკობრივი მოქმედება აქვთ და წვრილ ნაოჭებს აქრობენ. ნიღაბი უნიკალური მცენარისგან მზადდება, რომელსაც ბევრი სახლში ზრდის, თუ არა, შეგიძლიათ მეგობარს, ნათესავს ან მეზობელს სთხოვოთ.ხშირად კითხულობენ, თუ რით ჩავანაცვლოთ ალოე ნიღბის შემადგენლობაში. ასევე ჩამოწელილი კანისთვის ნიღბები აინტერესებთ. დღეს გიამბობთ სასწაულ მცენარეზე, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს წარმატებით უმკლავდება. ამ მცენარეს კრასულა (Crassula) ეწოდება. ხალხში ფულის ხეს უწოდებენ. ფულის ხე არა მხოლოდ სახლში ფინანსური კეთილდღეობის შენარჩუნებას ხელს უწყობს, არამედ ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ცოტამ თუ იცის, რომ თავისი სამკურნალო თვისებებით მცენარის წვენი ალოეს წვენს ჰგავს, ზოგჯერ უფრო ეფექტურიც არის. მაგალითად, აკნეს დროს. ამ მცენარის წვენი ეფექტურია, როცა კანზე ანთების გაქრობა ან კანის აღდგენა გსურთ. კრასულა კანს ჭუჭყს და ცხიმოვან საცობებს კარგად აშორებს.კრასულას საფუძველზე შეგიძლიათ მოამზადოთ ლოსიონი ცხიმიანი კანის დასარეგულირებლად. ამისთვის 10 ფოთოლი კრასულა წვრილად დააქუცმაცეთ, 1 ჭიქა ანადუღარი თბილი წყალი დაასხით, 5-6 საათით დააყენეთ, შემდეგ კანი დღეში 2–ჯერ გაიწმინდეთ. ლოსიონი შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ, შემდეგ ყინულის ფორმებში გაყინოთ და კანი გაიწმინდოთ, თუ უკუჩვენებები არ გაქვთ.ახლა გთავაზობთ 2 ნიღბის რეცეპტს. ერთ–ერთი მათგანი დამატენიანებელი, ანტიასაკობრივი და ანთების საწინააღმდეგო ნიღაბია. ნიღბისთვის დაგჭირდებათ:

  • 1 ფოთოლი კრასულა
  • 2 აბი მშრალი ლუდის საფუარი
  • ½ ჩ/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ თაფლი

კრასულას ფოთოლი წვრილ სახეხზე გახეხეთ, დაქუცმაცებული ლუდის საფუარი, ნახევარი ჩაის კოვზი ზეთი და 1 ჩაის კოვზი თაფლი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და სუფთა სახეზე წაისვით. თუ ნიღაბი ძალიან თხელია, კიდევ ერთი კრასულა და ცოტა შვრიის ფქვილი შეგიძლიათ გასასქელებლად დაუმატოთ. ნიღაბი 15-20 წუთით წაისვით. პერიოდულად განაახლეთ და კიდევ ერთი ფენა წაისვით.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის – 2 ფოთოლი კრასულა წვრილ სახეხზე გახეხეთ და შვრიის ფქვილი დაუმატეთ ისე, რომ ერთგვაროვანი ფაფა მიიღოთ. ჰერკულესის ფანტელები შეგიძლიათ ყავის საფქვავში დაფქვათ, თუ შვრიის ფქვილი არ გაქვთ. რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ. ნიღაბი წაისვით და 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღბები, რომლებზეც დღეს გიამბეთ, კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ლოსიონი უბრალოდ 10 დღიანი კურსით გამოიყენეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს