დღეს Vivien გიზიარებთ ძალიან კარგ რეცეპტს თმის ცვენის შესაფერხებლად. ამ რეცეპტის შემადგენლობაში გვირილა და დაფნის ფოთოლი შედის. დაფნის ფოთოლი მდიდარია რეტინოლით, რომელიც თმის ზრდაზე კარგ გავლენას ახდენს. ყოველდღე 100 ღერი თმის დაკარგვა ბუნებრივი პროცესია. არსებობს სეზონური თმის ცვენაც, როცა ჩვეულებრივზე მეტ თმას ვკარგავთ. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია სქელი თმის შენარჩუნებასა და მძინარე ბოლქვების დახმარებაზე იზრუნოთ. დაფნის ფოთოლის და გვირილის ნაყენი კარგ გამოსაღვიძებელ საშუალებად ითვლება.თმაზე დაფნის ფოთოლის სარგებელი მისი ქიმიური შემადგენლობით განპირობებულია. მასში შემავალი ვიტამინები და მინერალები თმის ძირებს აძლიერებს, თმის ცვენას აფერხებს, თმის ფოლიკულების ზრდას სტიმულირებს, გაღიზიანებას აქრობს. დაფნის ფოთოლზე დაფუძნებული საშუალების გამოყენების შემდეგ თმა უფრო მკვრივი, ძლიერი ხდება, დასუსტებული, თხელი თმის სტრუქტურა აღდგება.ნიღაბში შემავალი გვირილა დაფნის ფოთოლის მოქმედებას აძლიერებს, რადგან თმის სტრუქტურას აღადგენს და აძლიერებს.
ასეთი საშუალება ნებისმიერი ტიპის თმას უხდება. მოსამზადებლად 3 ს/კ გვირილა და 3 ს/კ დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი დაგჭირდებათ. მინის ან კერამიკის ჭურჭელში დაფნის და გვირილის ნარევი 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით და მოხარშეთ. შემდეგ თავსახური დაახურეთ და 1-3 საათით დააყენეთ. მზა ნაყენი გადაწურეთ.
თავის დაბანის შემდეგ ნაყენი თმის ძირებში შეიზილეთ და არ ჩამოიბანოთ. ასეთი პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ გაიმეორეთ და თმის ცვენა შემცირდება, თმა უფრო სქელი გახდება და ჯანსაღ და ბუნებრივ ბზინვარებას დაიბრუნებს.