ეფექტური მეთოდები, როგორ დავიცვათ ვაშლის ხე მავნებლებისგან

1273

დღეს Vivien გიზიარებთ ეფექტურ მეთოდებს, როგორ იზრუნოთ ვაშლის ხეზე შემოდგომა–ზამთრის პერიოდში, რომ მავნებლებისგან და სოკოვანი დაავადებებისგან დაიცვათ. სანამ ვაშლის ხეს დანამავთ, ტერიტორია დაცვენილი ფოთლებისა და ძველი ტოტებისგან გაათავისუფლეთ. ასევე ყველა ნაყოფი მოაშორეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სოკოს გამრავლების და მავნე მწერების გამოზამთრების ადგილი გახდება.

შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ, ვაშლის ხე სპილენძის სულფატით ან ბორდოს ნარევით შეგიძლიათ დანამოთ. ასე ლპობას, ნაცროვან სოკოს და სხვა სოკოვან დაავადებას თავიდან აიცილებთ. დოზირება დაიცავით, რომ ფოთლები არ დაწვათ. 1%–იანი ხსნარი გამოიყენეთ, როცა ხეზე ფოთლები არის. 3%–იანი ნარევი მას შემდეგ, რაც ხეს ფოთლები დაცვივდება. ამავე პერიოდში კირი–გოგირდის ნარევი ლარვებთან და ტკიპებთან საბრძოლველად გამოიყენეთ. ნარევით ღერო და ტოტები დანამეთ. ხე 70% ფოთლების გარეშე უნდა იყოს.ნოემბერი–თებერვლის პერიოდში ვაშლის ხე ძილის რეჟიმშია. მავნებლები დათბობას ელოდებიან. ამ პერიოდში ტკიპების, ბუგრების და სხვა მავნებლების კვერცხების წინააღმდეგ ნარევები გამოიყენეთ. მაგალითად, ზეთის ნარევი, რომელიც ხეს განსაკუთრებული ფირით ფარავს და მწერების გაჩენას ხელს უშლის. ასეთი ნარევის გამოყენებისას ჰაერის ტემპერატურა 4+ გრადუსი უნდა იყოს. სპეციალური ტანსაცმელი გამოიყენეთ გრძელი სახელოებით, სათვალეებით, ნიღბით და ხელთათმანებით.

რკინის სულფატი პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება, რომ ხის ტოტების დაზიანება არ დაუშვას. ასევე საშუალება რკინის დეფიციტს ხელს უშლის.სპილენძის სულფატი ფუნგიციდია, რომელიც სოკოს და ბაქტერიულ დაავადებებს აფერხებს. მებაღეები სპილენძის, წყლის და კირის ნარევსაც იყენებენ. მიღებული ბორდოს სითხე ხეს სოკოსგან იცავს. საშუალება ფოთლების შეგროვების შემდეგ, სადღაც ნოემბერში წაუსვით.შარდოვანით დამუშავებისას მყვრელის, ტკიპას და ბუგრის კვერცხები და ლარვები ქრება. ნარევით ხის გარშემო მიწას და თავად ხეს რწყავენ.

„ფიტოსპორინი“ პათოგენებს ანადგურებს და მიწას აჯანსაღებს. შედეგად, მცენარის ზრდა ჩქარდება. ხე და ბუჩქები შეგიძლიათ ამ საშუალებით დანამოთ.

ბორდოს სითხე მცენარეს შეასხურეთ. ის ბაქტერიებს და სოკოებს კლავს. პრეპარატი ფხვნილის სახით იყიდება. წყალში გახსენით და 30 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე გამოიყენეთ. ჰაერის ტენიანობა მინიმალური უნდა იყოს. ახალგაზრდა ხეების დამწვრობა არ დაუშვათ.

კოლოიდურ გოგირდზე დაფუძნებული სხვადასხვა საშუალება არსებობს. მათ თებერვალსა და მარტში ვაშლის ხის სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ იყენებენ. გოგირდი მავნებლების და პათოგენების დროს კარგ შედეგს იძლევა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს