2 ყოველდღიური ჩვევა ინსულტის რისკს განსაკუთრებით ზრდის

1051

მეცნიერების თქმით, ინსულტისგან თავდასაცავად ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდი თამბაქოს კვამლისგან თავის შორს დაჭერაა.ბრიტანული გულის ფონდის (British Heart Foundation) მონაცემებით, ზოგიერთი ყოველდღიური ჩვევა ტვინის დაზიანების და ინსულტის სერიოზულ რისკთან ასოცირდება. ექსპერტები მათგან ორს ყველაზე დიდი გავლენის მქონედ მიიჩნევენ. ფონდის წარმომადგენელი, ექიმი მინეშ ჰატრი, ხაზს უსვამს: თამბაქოს მოწევა ერთ–ერთი ყველაზე დამანგრეველი გარე ფაქტორია ტვინის ჯანმრთელობისთვის ინსულტთან მიმართებაში.

„თამბაქოს კვამლი ყელის მთავარ არტერიაში ცხიმის ინტენსიურად დაგროვებას იწვევს, ასევე სისხლს ასქელებს და მისი შედედების ალბათობას ზრდის“.

ექიმი აღნიშნავს, რომ მაშინაც კი, თუ ადამიანი არ ეწევა, მისი ტვინი პასიური მწეველის გავლენით შეიძლება დაიღუპოს.

„ინსულტის რისკის შესამცირებლად ერთ–ერთი საუკეთესო რამ, რაც ჯანმრთელობისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ – თამბაქოს კვამლისგან თავის შორს დაჭერაა“.

მეორე ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ინსულტის რისკს განსაკუთრებით სერიოზულად ზრდის, ნაკლები მოძრაობაა. 30 წუთით სწრაფი სიარული ან კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშები, როგორიცა აზიდვები და სიმძიმეების აწევა, ტვინის მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს, ამბობს ექიმი ჰატრი.ექიმი შეგახსენებთ, რომ ინსულტის განვითარების რისკი იზრდება, როცა ადამიანი არა უბრალოდ ნაკლებს მოძრაობს, არამედ ჭარბწონიანია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს