ბამბუკის ნახშირი: ახალი სილამაზის საშუალების სარგებელი კანზე

783

კოსმეტოლოგიის ბაზარზე სხვადასხვა ახალი საშუალება ხშირად ჩნდება. ქალების უმეტესობა ძველ გამოცდილ საშუალებებს უპირატესობას ანიჭებენ. ასეთი ქცევა უადგილოა, როცა საქმე ბამბუკის ნახშირს ეხება. მასზე დაფუძნებული კოსმეტიკა სახლში ყველა ქალს უნდა ჰქონდეს. Vivien ეცდება ამ სილამაზის საშუალების მიმართ თქვენი ინტერესი გაზარდოს. სწორედ ამიტომ, მის რამდენიმე სასარგებლო თვისებას გიზიარებთ.

რა არის ბამბუკის ნახშირი – ბამბუკის ნახშირი მცენარე მოსოს ნაჭრებიდან მიიღება. 5 წლიან ხეს უკვე ჭრიან, ნაწილებად შლიან და სითბოთი ამუშავებენ. მცენარე მოსოს სპეციალურ ღუმელში 1000 გრადუსზე წვავენ. შედეგად, მწარმოებლები ბამბუკის ნახშირს იღებენ.რა თქმა უნდა, ბამბუკის ნახშირი თავდაპირველი ფორმით კოსმეტიკაში არ გამოიყენება. მანამდე ორთქლით ამუშავებენ. ასე კომპონენტის ყველა სასარგებლო თვისება იხსნება.

ბამბუკის ნახშირის სარგებელი – ბამბუკის ნახშირს სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებას უმატებენ. მისი მთავარი მიზანი ფორებიდან ჭუჭყის ამოღებაა. მას ძლიერი შთამნთქმელი თვისებები აქვს, რის გამოც კანს სასწაულებრივად წმენდს. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ნიღბებს, პატჩებს და სხვა მოვლის საშუალებებს ხშირად უმატებენ.კიდევ რა თვისება აქვს ბამბუკის ნახშირს? ზედაპირს  გაუხეშებულ კანის უჯრედებს კარგად აშორებს. ამასთან, საკმაოდ ნაზი ტექსტურა აქვს, ამიტომ ნებისმიერი ტიპის კანისთვის იდეალურია.დანამატი აკნეს ებრძვის და მის გამოჩენას ხელს უშლის. ეს ყველაფერი მისი შთამნთქმელი თვისებებით არის განპირობებული: ფორებში ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყიც ამოდის. ამის გამო შეგიძლიათ სხვადასხვა საშუალებებს დაუმატოთ – გამწმენდი ქაფი, მუსი, ნიღაბი და ა.შ.ბამბუკის ნახშირს სოკოს საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება აქვს. კანის დეტოქსიკაციის წყალობით ყველა მავნე ნივთიერებას, მათ შორის ბაქტერიებს და ვირუსებს მოიშორებთ.ასევე, აკნეს და გამონაყარის, ჰერპესის ან ჭინჭრის ციების სწრაფად მოშორებაში შეიძლება დაგეხმაროთ. ამ კომპონენტზე დაფუძნებული მალამო შეიძინეთ, რომ მოახლოებული პრობლემა სწრაფად მოიშოროთ.სხვათა შორის, ბამბუკის ნახშირი აბაზანის მიღებისას კარგი დანამატია. წყალში გახსნისას ორგანიზმისთვის სასარგებლო მინერალებს გამოყოფს: მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი. მინერალები კანში აღწევს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.სილამაზის საშუალების ზემოქმედებით კანი ხავერდოვანი და უფრო გლუვი გახდება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ კომპონენტი ოფლს და სითხეს იწოვს. გარდა ამისა, უსიამოვნო სუნს შთანთქავს, რაც ოფლის სუნის მოსაშორებლად ეფექტურ საშუალებად აქცევს. სწორედ ამიტომ, ბამბუკის ნახშირი დეოდორანტის კარგ კომპონენტად ითვლება.

როგორც ხედავთ, ბამბუკის ნახშირი საკმაოდ სასარგებლო საშუალებაა კანისთვის. სხვა თანამედროვე საშუალების წინაშე მისი უპირატესობის უგულებელყოფა არ ღირს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს