ჰიალურონის მჟავა. ორი სიტყვა და რამდენიმე გაუგებარი შეხედულება არსებობს მასზე. ყველა ადამიანმა არ იცის, თუ რა არის ჰიალურონის მჟავა და რისთვის არის საჭირო. Vivien ჰიალურონის მჟავის ყველაზე საინტერესო და სასარგებლო თვისებებზე გიამბობთ.
რისთვის არის საჭირო ჰიალურონის მჟავა – ორგანიზმში ჰიალურონის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს – ის სითხეს ინარჩუნებს, უჯრედშორის სივრცეს გაუწყლოებისგან იცავს. მისი წყალობით ასაკის მიუხედავად კანის კარგ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. ჰიალურონის მჟავა ორგანიზმს სიბერის ნიშნებისგან იცავს. სწორედ ამიტომ, მთელ მსოფლიოში ქალებს ძალიან უყვართ კოსმეტიკა ჰიალურონის მჟავით, რადგან კანისთვის დიდი სარგებელი მოაქვს.აღსანიშნავია, რომ კომპონენტი სახსრებისთვის ძალიან სასარგებლოა, რომლის შემაერთებელი ქსოვილები წლების მატებასთან ერთად უფრო მშრალი ხდება. ამის გამო შესაძლოა ტკივილი და დისკომფორტი იგრძნოთ. სახსრების ტკივილის დროს საჭირო ადგილებში ჰიალურონის მჟავის ინექციები გამოიყენება, რომ ტკივილი გააქრონ.
თუ ორგანიზმზე მჟავის მთელ გავლენას გააერთიანებთ, მიიღებთ შემდეგ მოქმედებას:
- წყლის ბალანსის რეგულაცია შემაერთებელ ქსოვილებში
- კანის მოქნილობა, ელასტიურობა და სირბილე
- კოლაგენის წარმოებაში დახმარება
- დაზიანებული უჯრედების აღდგენაში დახმარება
- ანთებითი პროცესების შეფერხება
რატომ სჭირდება ორგანიზმს ჰიალურონის მჟავა – ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები ორგანიზმზე დადებითი გავლენის სრული სია არაა. დიახ, კომპონენტი წარმოუდგენელ სილამაზის ინგრედიენტად ითვლება, მაგრამ მეცნიერებმა მისი რამდენიმე დამახასიათებელი თვისება აღმოაჩინეს. ნაწილობრივ, მასზე უკვე გიამბეთ.საქმე იმაშია, რომ ჰიალურონის მჟავა აუცილებელია სახსრებისთვის, ასევე ჭრილობის და მცირე დაზიანების შეხორცებას ხელს უწყობს. ამ კომპონენტის 50% კანში მდებარეობს, რაც მთელ ორგანიზმზე დიდ გავლენას ახდენს.მჟავის აღმდგენი თვისებები წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ამ სასარგებლო თვისებას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ასე ხომ ასაკობრივ პრობლემებს, როგორიცაა ნაოჭები მოიშორებთ.როგორ მივიღოთ ჰიალურონის მჟავა? პირველ რიგში, ჰიალურონის მჟავა თითოეულ ადამიანს ორგანიზმში აქვს, მაგრამ მისი სათანადო დონის შენარჩუნებას ხელი უნდა შეუწყოთ. სხვადასხვა კრემების, შრატების ან თავად მჟავის დახმარებით შეგიძლიათ ადგილობრივად გამოიყენოთ. ასევე შესაძლებელია კომპონენტის შიგნით მიღება, მაგრამ სჯობს ეს მკურნალმა კოსმეტოლოგმა გააკონტროლოს. სასურველ ეფექტს მხოლოდ მისი დახმარებით მიიღებთ.