მეაგარაკეები მსხვილ ნივრის თავებზე გიჟდებიან და აი, რატომ

979

რა გავაკეთოთ ნივრით აგარაკზე? ძველად მას ბოროტი სულებისგან დამცველად მიიჩნევდნენ. ნიჭიერი ბოსტნეული, როგორც ამბობენ, ყველაფერში ნიჭიერია. არომატული კბილები მოსავალს ზრდის, მავნებლებს აფრთხობს, სოკოს დაავადებებს ებრძვის. და ეს ყველაფერი მავნე ქიმიკატების გარეშე!

რა გავაკეთოთ ნივრით

  • მწერები და მავნებლები მოიშორეთ – ცნობილია, რომ ნივრის მძაფრი სუნი მასში შემავალი სპეციფიკური ნივთიერებით, ალიცინით არის გამოწვეული. ეს ბუნებრივი დამცავი მექანიზმია, რომელიც მცენარემ პარაზიტების, სოკოს და მწერების მოსაგერიელებლად შეიმუშავა.ასეთი ინსექტიციდი სრულიად ნატურალურია, ამიტომ აგარაკზე შიშის გარეშე შეგიძლიათ გამოიყენოთ. საშუალების ეფექტურობა მისი მომზადების მეთოდით განისაზღვრება. Vivien მაგალითისთვის რამდენიმე რეცეპტს გთავაზობთ.ჯვაროსანი რწყილებისა და ბუგრებისთვის გამოგადგებათ შემდეგი რეცეპტი: 200 გრ ნიორი მოხარშეთ და დააყენეთ. 1,5 ლ ნაყენს 50 მლ კუპრის საპონი დაუმატეთ. სხვათა შორის, რამდენიმე სუფრის კოვზი ნებისმიერი საპონი დაუმატეთ და ხსნარი ფოთლებზე უკეთ გაჩერდება.ამ რეცეპტით ობობის ტკიპებსა და თრიფსებს მოიშორებთ. 1 კგ ბაბუაწვერა წყალში ჩაალბეთ. 2 დღეში 5 თავი დაქუცმაცებული ნივრის ნაყენი დაუმატეთ. დაზიანებული მცენარეები ამ ხსნარით საღამოს დანამეთ.
  • თხუნელასა და თაგვის წინააღმდეგ გამოიყენეთ – თხუნელა და თაგვი თქვენს ნაკვეთს უტევს? ნივრის კბილები სოროში ჩადეთ და ცხოველები თქვენს ადგილს დატოვებენ.
  • ალუბალი ფრინველებისგან დაიცავით – თუ ჩიტები თქვენს მოსავალს იპარავენ, ხის გვირგვინი ნივრის და ცხარე წიწაკის ნაყენით დანამეთ. ცხადია, რომ ყოველი წვიმის შემდეგ ასეთი დამუშავება უნდა გაიმეოროთ.
  • მცენარის დამუშავება დაავადებების მოსაშორებლად – ნიორი მიშვებულ სოკოს ვერ მოგაშორებთ, მაგრამ როგორც მებაღეები ირწმუნებიან, შავი ფეხის და ნაცროვანი სოკოს პრევენციისთვის ეფექტურია.ნახევარი კილოგრამი ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. 5 ლ თბილი წყალი დაასხით. რამდენიმე საათით დააყენეთ. დასანამად 350 მლ ნაყენი 1 ვედრო წყალში გააზავეთ.
  • მოსავლის გასაზრდელად გამოიყენეთ –ნაკვეთზე დარგული ნიორი შემდეგი ბოსტნეულებისთვის კარგი მეზობელია, მათ მოსავალს ზრდის და დაავადებებისგან იცავს: პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, სტაფილო და მარწყვი.

არის მცენარე, რომელსაც ნივრის მეზობლობა არ უყვარს. მის გვერდით პარკოსნები ცუდად იზრდება. თავის მხრივ, ჭარხალი ნივრის განვითარებას ანელებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს