D ვიტამინის დეფიციტი ემუქრება მათ, ვინც სახლში დიდ დროს ატარებს

700

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ზრდასრული ადამიანების მეოთხედი, რომლებიც სახლში დიდ დროს ატარებენ, შეიძლება მნიშვნელოვანი ვიტამინის სერიოზულ დეფიციტს განიცდიდნენ.კორონავირუსის პანდემიამ თავისი საქმე გააკეთა: ადამიანები მიეჩვივნენ, რომ სახლში დიდხანს ყოფნა შესაძლებელია. დიდ ბრიტანეთში 2000 ზრდასრული ადამიანი გამოკითხეს: მათგან მეხუთედი ამბობს, რომ ბოლო წლის განმავლობაში ჰქონდათ პერიოდები, როცა სახლიდან ზედიზედ 5 ან მეტი დღე არ გამოსულან.ამავდროულად, მკვლევარები აცხადებენ, რომ „სახლში დიდი დროის გატარებისას, რამდენიმე დღე რეგულარულად კედლებში გაჩერებისას შეიძლება D ვიტამინის აუცილებელი რაოდენობა დაკარგოთ, რაც მზის სინათლის დეფიციტს უკავშირდება.“

Express–ის ინფორმაციით, მეცნიერები შეშფოთებით აღნიშნავენ, რომ სახლში მუშაობის აუცილებლობა, ასევე საკვები პროდუქტების და საქონლის სახლში მიტანის სერვისის განვითარება შესაძლებელს ხდის, რომ ადამიანმა ფაქტიურად კარჩაკეტილმა იცხოვროს ქუჩაში გამოსვლის გარეშე, სადაც ორგანიზმს მზის სინათლის მიღება და მისი ზემოქმედებით D ვიტამინის წარმოება შეეძლო. მათი მონაცემებით, 2/3 ზრდასრული ადამიანი, რომლებიც საჭირო რაოდენობის ვიტამინს ვერ იღებენ, განწყობის ცვლილებები და ზოგადი ფსიქიკური მდგომარეობის დარღვევა აწუხებთ.სპეციალისტები ხაზს უსვამენ: ბუნებრივი სინათლე კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია. კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრულ ადამიანებს შორის, რომელთაც ბუნებრივი სინათლე აკლით, 44%–ს კონცენტრაციის პრობლემები აქვს, 40% თავს უბედურად გრძნობს, 24% უფრო მშფოთვარეა, 33% – უფრო გაღიზიანებული. ბუნებრივი სინათლის ასეთმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს სეზონური დეპრესია, უძილობა, კანის პრობლემები.

მეცნიერები გირჩევენ, რომ ყოველდღე ქუჩაში გახვიდეთ, თუნდაც მოღრუბლურ ამინდში და ბუნებრივი სინათლე მიიღოთ. დროის გატარების საუკეთესო ვარიანტი: ფეხით სიარული, თუნდაც 15 წუთით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს