დიეტოლოგი მიხაილ გინზბურგი მოგიწოდებთ, რომ 60 წლის შემდეგ მიღებული შაქრის რაოდენობა განსაკუთრებით გააკონტროლოთ.ექიმი მოხუცებს ურჩევს, რომ შაქრით მდიდარი პროდუქტების ჭამაზე უარი თქვან ან მინიმუმამდე შეამცირონ. ინტერვიუში გინზბურგი განმარტავს, რომ 60 წლის შემდეგ ყოველდღიურად მაქსიმუმ 20 გრ შაქრის მიღება შეიძლება.
კიდევ ერთი პროდუქტი, რომლის მიღებას ექიმი არ გირჩევთ, – მზესუმზირას ზეთი. ექიმი აღნიშნავს, რომ მისი ცხიმოვანი მჟავები 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების ორგანიზმზე არახელსაყრელ გავლენას ახდენს. გირჩევთ, მის ნაცვლად ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ.გინზბურგის აზრით, მოხუცებმა პროდუქტების გლიკემიური ინდექსი უნდა იცოდნენ. ეს მაჩვენებელი ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის მომატების სიჩქარეს ასახავს.
„მაღალი გლიკემიური ინდექსის პროდუქტებზე სჯობს უარი თქვათ. ესაა თეთრი გაცრილი ფქვილის ნაწარმი, თეთრი პური, ბატონი, სადაც საკვები ბოჭკოები პრაქტიკულად არაა“.
გარდა ამისა, დიეტოლოგი მოგიწოდებთ, რომ სიფრთხილით მიიღოთ შემდეგი პროდუქტები:კარტოფილი, ბრინჯის ფაფა. ასევე წითელი ხორცის მიღება შეზღუდოთ.