ზოგიერთი საკვები დანამატების კომბინაციამ შეიძლება „სასიცოცხლოდ სახიფათო შედეგი“ გამოიწვიოს

839

აშშ–ს სურსათის და წამლის ადმინისტრაცია (FDA) გვაფრთხილებს, ზოგიერთი აქტიური ინგრედიენტების კომბინაცია შეიძლება „სიცოცხლისთვის საშიში“ იყოს.

რეცეპტით გამოწერილ ან ურეცეპტო მედიკამენტებთან ერთად დანამატების მიღებამ შეიძლება მავნე შედეგები გამოიწვიოს. გარდა ამისა, ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ოპერაციისთვის ემზადება, ბევრი დანამატის მიღებას თავი უნდა აარიდოს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ძალიან ბევრი დანამატის მიღებამ შეიძლება ოპერაციის დროს ან შემდეგ არასასურველი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.

„გაითვალისწინეთ, რომ ტერმინი „ბუნებრივი“ ყოველთვის „უსაფრთხოს“ არ ნიშნავს“ – განმარტავენ FDA-ს ექსპერტები.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ადასტურებს, რომ ბევრი დანამატის მიღება ან დანამატების დიდხანს მიღება „შეიძლება საზიანო იყოს“.

ექიმი სიუზან ფარელი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ექსპერტი, გვაფრთხილებს, რომ დანამატების მიღებამ „შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრში აღმოჩნდეთ“.

ფარელის იდეა სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომლებიც სამედიცინო ჟურნალში „ახალი ინგლისი“ გამოქვეყნდა. კვლევის ფარგლებში აღმოაჩინეს, რომ დანამატების გვერდითი ეფექტები სასწრაფო დახმარების ცენტრში მოხვედრის წელიწადში დაახლოებით 23000 შემთხვევის მიზეზია.

„ეს ბევრია იმისთვის, რაც სასარგებლო უნდა იყოს“ – აღნიშნავს ექიმი ფარელი.

ათწლიანი კვლევის ფარგლებში მთელ ამერიკაში 63 საავადმყოფოს მონაცემები გაანალიზეს. ლიტერატურაში დეტალურად არის აღწერიი საკვები დანამატები, როგორიცაა მცენარეული, ვიტამინების ან ამინომჟავური მიკროელემენტები.

უსიამოვნო დანამატებს მიეკუთვნება გასახდომი აბები, სექსუალური აქტივობის გამაძლიერებელი დარეკლამირებული საშუალებები და ბოდიბილდინგისთვის განკუთვნილი დანამატები.

დანამატების არასასურველ გვერდით ეფექტებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

  • გაზრდილი არტერიული წნევა
  • გახშირებული გულისცემა ან არარეგულარული გულისცემა
  • თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • საჭმლის მომნელებელი სიმპტომები