ექიმმა დაასახელა ლიმფომის სიმპტომები ნაადრევ სტადიაზე

1212

ლიმფომა ავთვისებიანი სიმსივნის სახეობაა, რომელიც ადამიანის იმუნური სისტემის ნაწილში, ლიმფურ სისტემაში ვითარდება.

ზოგიერთი დისკომფორტი შეიძლება ლიმფომის სიმპტომები იყოს, რომელთა დახმარებით სახიფათო დაავადების ნაადრევ სტადიაზე გამოვლენა შეიძლება. ამის შესახებ ექიმმა ტატიანა შაპოვალენკომ სატელევიზიო გადაცემაში ისაუბრა.

ლიმფომის ერთ–ერთი დამახასიათებელი ნიშანი ლიმფური კვანძების გადიდებაა. აი, რატომ არის აუცილებელი ხელით გასინჯვა ექიმთან გამოკვლევაზე.

ექიმმა დაასახელა ლიმფომის სხვა სიმპტომებიც, რომლებიც ნაადრევ სტადიაზე შეიძლება შეამჩნიოთ.

  • უმიზეზო სისუსტე და გაზრდილი დაღლილობა
  • წონაში დაკლება არამიზანმიმართულად
  • ცხელება
  • კანის ქავილი
  • ხანგრძლივი ხველა

შაპოვალენკო ხაზს უსვამს, რომ მსგავსი სიმპტომების გამოვლენა „საბაბია, რომ დაფიქრდეთ, რაღაც რიგზე არაა და ექიმს მიმართოთ“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს