სახიფათო პათოლოგიის გამოსავლენად შარდის და შარდვის ცვლილებას, ძილის დარღვევას, უცნაურ შეშუპებას ყურადღება მიაქციეთ.
ზურგის ტვინის ორივე მხარეს მდებარე თირკმლები სისხლის გაწმენდაზეა პასუხისმგებელი – მათი დახმარებით სისხლიდან მავნე ნივთიერებები გამოდის და ორგანიზმიდან შარდით გამოიდევნება. ზოგიერთი ფაქტორის გამო ერთი ან ორივე თირკმელი ნორმალურად ფუნქციონირებას წყვეტს. მსგავსი მდგომარეობა ცნობილია, როგორც თირკმლის უკმარისობა.
ზოგჯერ თირკმლის უკმარისობა დროებითია და ძალიან სწრაფად ვითარდება, მაგრამ ხშირად ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც დროთა განმავლობაში უარესდება და დიალიზს ან გადანერგვას მოითხოვს.
როგორც ინდოელი ექიმი, ანუპ ჩაუდჰარი ამბობს, რომ თირკმლის უკმარისობას შეიძლება მკაფიო სიმპტომები არ ახლდეს, სანამ კრიტიკულ მდგომარეობას არ მიაღწევს. ამის გათვალისწინებით, თირკმლების მდგომარეობა სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევებით უნდა შეამოწმოთ. ასეთი გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია 50 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც დიაბეტი, ჰიპერტონია, გულის პრობლემები ან თირკმლის მუშაობის ქრონიკული დარღვევა აწუხებს.
პათოლოგიის შესაძლო სიმპტომებზე საუბრისას, რომელიც ყურადღებას და გამოკვლევას მოითხოვს, ექიმი ჩაუდჰარი გამოყოფს შემდეგ სიმპტომებს:
- შარდში სისხლი
- ქაფიანი შარდი
- შარდის რაოდენობის და შარდვის სიხშირის შემცირება
- კანის პრობლემები, რომელიც ალერგიას ჰგავს
- ძილის რეჟიმის დარღვევა, უძილობა
- კრუნჩხვები
- ფეხის და ტერფების შეშუპება
- მუდმივი გულისრევა