მარტოობა: 8 ყველაზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც მას უკავშირდება

986

სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ მარტოობა ბევრ ფსიქიკურ და ფიზიკურ პრობლემებს იწვევს. Vivien გიამბობთ 8 ყველაზე სერიოზულ პრობლემაზე, რაც მარტოობას უკავშირდება.

  • გულის დაავადებები. გულის დაავადებები მარტოხელა ადამიანისთვის ხშირად სასიკვდილოა. კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს სპეციალისტებმა 13 ათასზე მეტი პაციენტის ისტორია შეისწავლეს, რომელთაც გულის იშემიური დაავადება, არითმია, გულის უკმარისობა ან გულის სარქველების მანკი აწუხებდათ. აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც მარტოხელად ითვლებოდნენ, ამ მდგომარეობაში გარდაცვალების 2–ჯერ მაღალი რისკი ჰქონდათ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ფსიქიკური და ფიზიკური ფაქტორების კომბინაციით აიხსნება.
  • ძილის პრობლემები. ლონდონის სამეფო კოლეჯის მონაცემებით, მარტო მცხოვრები ადამიანები 24%–ით უფრო ხშირად უჩივიან ძლიერ დაღლილობას და ყურადღების კონცენტრაციას, რაც ცუდი ძილის შედეგებს უკავშირდება.
  • დეპრესია. საკუთარი უსარგებლობის განცდა და საყვარელი ახლო ადამიანის არ ყოლა დეპრესიის ერთ–ერთი გამშვები მექანიზმია. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კვლევა ადასტურებს: მარტოობით გამოწვეული დეპრესია ასაკის მატებასთან ერთად იზრდება და 50 წლის შემდეგ სერიოზულ გამანადგურებელ მდგომარეობას აღწევს.
  • ჭკუასუსტობა. კოგნიტური უნარების გაუარესება მარტოობის განცდას უკავშირდება. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მონაცემებით, ადამიანები, რომელთაც კორტიკალური ამილოიდის მაღალი დონე აქვთ (მარკერი, რომელიც დემენციის, ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზისთვის გამოიყენება), თავს მარტოსულებად 7,5-ჯერ უფრო ხშირად გრძნობენ.
  • შაქრიანი დიაბეტი. მეცნიერები თვლიან, რომ ფართო სოციალური კავშირები დიაბეტის პრევენციას უზრუნველყოფს, რადგან ეს ადამიანის აქტივობას ნიშნავს. მარტოობა ასოცირდება ცხოვრების წესთან, რომელიც სისხლში შაქრის დონის პრობლემებზე სერიოზულ გავლენას ახდენს და დიაბეტს იწვევს.
  • თამბაქოს მოწევა. ბრისტოლის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, მარტოხელა ადამიანი დიდი ალბათობით მოწევას დაიწყებს, ვიდრე თამბაქოს თავს დაანებებს.
  • ინსულტი. ზოგიერთი მონაცემებით, ინსულტის და გულის იშემიური დაავადების რისკი მარტოხელა ადამიანებში 30%–ით გაზრდილია.
  • ანთება. ბრიუნელის და სარის საგრაფოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მარტოხელა ადამიანების სისხლში C რეაქტიული ცილების დონე გაზრდილია. რაც უფრო მაღალია სისხლის შრატში რეაქტიული ცილების დონე, მით უფრო მწვავედ ვითარდება ანთებითი პროცესები ან დაავადება. მეცნიერები სწორედ ამ ფაქტორს უკავშირებენ მარტოხელა ადამიანებში ბევრი პათოლოგიისკენ მიდრეკილებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს