ღვიძლი ორგანიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის სისხლს წმენდს, ქიმიურ ნივთიერებებს გამოდევნის და მედიკამენტების გაცვლას ახდენს. ღვიძლის პრობლემები შესამჩნევი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა პრობლემა უკვე სერიოზულია. ამ დროს უჩვეულო სიმპტომები ვითარდება. ექიმი ვიკი პეტერსენი, კლინიკური დიეტოლოგი და ფუნქციური მედიცინის პრაქტიკოსი 4 ნაკლებად ცნობილ სიმპტომს ასახელებს, რომლებიც თქვენს ღვიძლში შეიძლება მოხდეს.
- სითხის შეკავება – „იქნება ეს თვალების ქვეშ შეშუპება, ხელისგულების და თითების შეშუპება, სითხის შეკავება ღვიძლის ფუნქციების დარღვევის ნიშანია“ – გვაფრთხილებს ექიმი პეტერსენი. „თქვენი ორგანიზმი ჭკვიანია. როცა ტოქსინები გროვდება, მეტ წყალს ინახავს, რომ ტოქსინების გაზავება შეძლოს“ – აგრძელებს დიეტოლოგი.
- კანის დაავადებები, როგორიცაა ეგზემა ან აკნე – „თქვენი სხეული ნებისმიერი შესაძლო მეთოდით ტოქსინების გამოდევნას ცდილობს. ერთ–ერთი ორგანო, რომელსაც ამ მიზნით იყენებს, კანია, თქვენი ყველაზე დიდი ორგანო. ტოქსინები, რომელთა გამოდევნას ღვიძლი ცდილობს, კანში ხვდება“ – განმარტავს ექიმი პეტერსენი. შედეგად, კანის დაავადებებს ვიღებთ, როგორიცაა გამონაყარი, ეგზემა, აკნე ან ჭინჭრის ციება.
- ქიმიური მგრძნობელობა ან ალკოჰოლური დათრობა – ერთ–ერთი ნაკლებად ცნობილი გამაფრთხილებელი სიმპტომი შეიძლება ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღებას უკავშირდებოდეს, რაც ინტოქსიკაციას ან ალკოჰოლის მიმართ მგრძნობელობის ახალ გამოვლენას იწვევს.ექიმი პეტერსენის თქმით, პაციენტები ამბობენ, რომ „მოულოდნელად“ ალკოჰოლის ატანას წყვეტენ, თავს საშინლად არ გრძნობენ ან გარემოს ქიმიკატების მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდებიან.
- გონების დაბინდვა – „ღვიძლის ფუნქციების სერიოზული დარღვევისას სისხლში ტოქსინები გროვდება, რამაც შეიძლება გონების დაბინდვა გამოიწვიოს“ – განმარტავს ექიმი პეტერსენი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს