თრომბის სიმპტომები – ფეხზე სისხლის შედედების 5 აშკარა ნიშანი

2117

DVT, ღრმა ვენის თრომბოზი – ვენაში სისხლის შედედება, ჩვეულებრივ, ფეხში. სასწრაფო მკურნალობის გარეშე შეიძლება სახიფათო იყოს და სერიოზული სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.ღრმა ვენის თრომბოზის რამდენიმე საერთო ნიშანი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • პულსირებული ან მომჭერი ტკივილი ერთ ფეხში (იშვიათად, ორივე ფეხში), ჩვეულებრივ, კოჭში ან ბარძაყში;
  • ერთი ფეხის (იშვიათად, ორივე ფეხის) შეშუპება;
  • თბილი კანი მტკივნეული ადგილის გარშემო;
  • წითელი ან გამუქებული კანი მტკივნეული ადგილის გარშემო;
  • შეშუპებული, მაგარი ვენები ან მტკივნეული შეხებისას;

მსგავსი სიმპტომები შეიძლება ხელში ან მუცელში იგრძნოთ.

ღრმა ვენის თრომბოზი შეიძლება ძალიან სერიოზული დაავადება იყოს და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია გამოიწვიოს. როცა ვენაში შედედებული სისხლი ადგილს წყდება, სისხლძარღვებს გადის და ფილტვებში იჭედება.ფილტვის არტერიაში თრომბოემბოლია შეიძლება სასიცოცხლოდ სახიფათო იყოს და დაუყონებლივ მკურნალობას მოითხოვს.

ღრმა ვენის თრომბოზის მაღალი შანსი გაქვთ, თუ თქვენ:

  • 60 წელზე მეტის ხართ;
  • ჭარბი წონა გაქვთ;
  • თამბაქოს ეწევით;
  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებთ;
  • სიმსივნე ან გულის უკმარისობა გაწუხებთ;
  • ვარიკოზული გაფართოებული ვენები გაწუხებთ;

გვხვდება დროებითი სიტუაციაც, როცა ღრმა ვენის თრომბოზის რისკი იზრდება. მათ მიეკუთვნება, თუ თქვენ:

  • საავადმყოფოში იმყოფებით ან ახლახანს გამოხვედით. ჩვეულებრივ, ამ დროს ბევრი მოძრაობა არ შეგიძლიათ.
  • საწოლს მიჯაჭვული ხართ;
  • ორსულად ხართ ან წინა 6 კვირაში ბავშვი გააჩინეთ;
  • გაუწყლოებული ხართ;

თრომბოზის სიმპტომების აღმოჩენისას ექიმთან დაუყონებლივ მიმართვა აუცილებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს