ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ მაქვს, მაგრამ მის აბებს რეგულარულად ვყიდულობ

840

დღეს Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები არაპირდაპირი დანიშნულებით. სახლის დალაგების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები შესანიშნავი საშუალებაა სახლის დასალაგებლად. ის ნებისმიერ ჭუჭყს, ცხიმს, ზოლებს, ასევე ჟანგს და კირის ნადებს იდეალურად აშორებს.

ჭურჭელი

  • ტაშტში თბილი წყალი ჩაასხით და ჭურჭლის სარეცხი მანქანის ½ აბი გახსენით.
  • ამ სითხეში ჩააწყვეთ კოვზები და ჭიქები, რომელთაც ნადები აქვთ.
  • 10-15 წუთით გააჩერეთ, რომ ჭურჭელმა კვლავ ახალივით იბრწყინოს.
  • ბროლის ჭურჭელს უბრალოდ იდეალურად წმენდს.

იატაკი – იატაკის საწმენდი საშუალების შეძენა საჭირო არაა. საკმარისია, ჭურჭლის სარეცხი მანქანის ნახევარი აბი წყალში გახსნათ, შემდეგ იატაკი ჩვეულებრივ გაწმინდოთ.იატაკიდან ნებისმიერი ჭუჭყი გაქრება. იშვიათ შემთხვევაში სუფთა წყლით გახეხვა მოგიწევთ. ზოლებს თითქმის არ ტოვებს.

უნიტაზი – საკმარისია, უნიტაზის ძირში ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბი ჩადოთ და 45-60 წუთით გააჩეროთ. ასე კირის ნადები გაქრება, ხოლო უნიტაზი პირვანდელი სისუფთავით იბრწყინებს.პროფილაქტიკის მიზნით აბები შეგიძლიათ უნიტაზის ავზში ჩადოთ. ყოველი ჩარეცხვისას უნიტაზი გაიწმინდება.

ქუჩის ავეჯი – თუ კერძო სახლში ცხოვრობთ და გარეთ ფანჩატური გაქვთ, სადაც სტუმრებს იღებთ და საღამოს ატარებთ, ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები გამოგადგებათ.ფანჩატურის ავეჯს ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბისა და წყლის ნარევით მარტივად გაწმენდთ.

როგორც ხედავთ, ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები საკმაოდ სასარგებლო რამაა და აუცილებელი არაა, ძვირიანი იყიდოთ. საკმაოდ იაფი ვარიანტებიც არსებობს, რომელიც ძვირადღირებულ ანალოგებთან შედარებით არანაკლებ ეფექტურია.იქნებ იცით, კიდევ როგორ შეიძლება ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბების გამოყენება საოჯახო საქმეებში. გაგვიზიარეთ თქვენი ვარიანტები!