ფულის ხე ზამთარში რომ აყვავილდეს, სექტემბერში ადგილი შეუცვალეთ

1424

ფულის ხე ან კრასულა წლის ცივ სეზონზე ყვავის მაშინ, როცა სხვა ოთახის მცენარეები ძილის ფაზაში არიან, არ ყვავიან და აქტიური სიცოცხლის ნიშანს დიდად არ იძლევიან. ამ ფონზე კრასულას ყვავილობა კიდევ უფრო ღირებული და ნანატრია.

რა თქმა უნდა, ყვავილი შეიძლება სხვა დროსაც აყვავილდეს, მაგრამ ზამთარი უხვი და ხანგრძლივი ყვავილობისთვის უფრო შესაფერისია. სწორედ ამიტომ, კვირტების ფორმირების სტიმულირებაზე შემოდგომაზე უნდა იზრუნოთ და Vivien გასწავლით, როგორ გააკეთოთ.

ხალხური რწმენის თანახმად, ფულის ხეზე კვირტების გამოჩენა გამდიდრებას და ოჯახის ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებას გვპირდება. აყვავებულ ხეს თქვენი მატერიალური სურვილები უნდა მოუყვეთ და მცენარე მათ ახდენაში დაგეხმარებათ. ამას ცრურწმენა და ნიშნები გირჩევთ.

კრასულა რომ აყვავილდეს, სექტემბერში აუცილებლად უნდა შეუქმნათ ისეთი პირობა, რომელიც კვირტების ფორმირებას ხელს შეუწყობს. ხე გარკვეულ ადგილას უნდა მოათავსოთ.

სად გავიტანოთ კრასულა სექტემბერში, რომ ზამთარი აყვავილდეს?

  1. პირველ რიგში, გათბობის ბატარეას, ანუ ფანჯრის რაფას მოაშორეთ. ბატარეის სითბო ზემოთ ამოდის და გარშემო ჰაერს ათბობს. კრასულა კვირტების აქტიურად ფორმირებას +10+15 გრადუსზე იწყებს. ამ პერიოდში ცხელი ბატარეა მისთვის დამღუპველია. იდეალური ვარიანტი: მცენარე აივანზე გაიტანეთ. ახლა აივანზეც არც ძალიან ცხელა და არც ცივა. აივანზე ცხოვრება მცენარეს დაზამთრებამდე შეუძლია. მთავარია, ტემპერატურა +5 გრადუსზე დაბლა არ შემცირდეს.
  2. მეორე მომენტი: კრასულას სინათლე უყვარს, მაგრამ კვირტების ფორმირებას სინათლეზე არ დაიწყებს. შემოდგომაზე დღის სინათლე მცირდება, ეს კი სწორედ ისაა, რაც მცენარეს ყვავილობისთვის სჭირდება. კვლავ სჯობს ფანჯრის რაფას მოაშოროთ, განსაკუთრებით სამხრეთ მხარეს. ჩრდილოეთ მხარეს ან ოთახის სიღრმეში გაიტანეთ, სადაც მზის სინათლე ნაკლებად აღწევს. ზოგი განსხვავებულად იქცევა: დღისით მცენარე სინათლეზე გააქვს, საღამოს და დილამდე კარადაში ან საკუჭნაოში ინახავს. ეს გამოსავალია, მაგრამ პრობლემურია, მით უფრო, ფულის ხეს ხშირი გადაადგილება არ უყვარს. სჯობს შემოდგომის მზისგან მოშორებით მოათავსოთ და არ შეაწუხოთ.
  3. ფენშუის სპეციალისტები გირჩევენ, რომ ფულის ხე სამხრეთ–აღმოსავლეთ მხარეს მოათავსოთ, რომ მატერიალური კეთილდღეობა მოიზიდოთ. ეს შეიძლება იყოს ცალკე შენობის სამხრეთ–აღმოსავლეთ მხარე, მაგალითად, აივანი, ან უბრალოდ შემოსასვლელი კარიდან სამხრეთ–აღმოსავლეთ მიმართულება.

ამრიგად, კრასულა სახლის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, ცივ და ბნელ ადგილას შეინახეთ, ასე მცენარე აყვავილდება და ფინანსურ კეთილდღეობას მოიზიდავს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს