გულის უკმარისობის შესაძლო ნაადრევი ნიშნები, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ

1231

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ გულის უკმარისობით გამოწვეული სიკვდილიანობა უფრო მაღალია, ვიდრე გულის შეტევით. Vivien გიამბობთ, რა არის გულის უკმარისობა და რომელ სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება.გულის უკმარისობა ნიშნავს, რომ გულს ორგანიზმში სისხლის მისაწოდებლად ძალა არ აქვს. მარია შაუფელბერგერი, შვედი კარდიოლოგი (სალგრენსკის აკადემია გეტებორგში) განმარტავს, რომ ორი სხვადასხვა ტიპის გულის უკმარისობა არსებობს. სისტოლური გულის უკმარისობის დროს ორგანოს სატუმბი ფუნქცია ირღვევა – მისი სიმპტომები გულის შეკუმშვისას იგრძნობა. დიასტოლური გულის უკმარისობა ნიშნავს გულის მოუქნელობას, სიხისტეს – შეგრძნება, როცა გული მოდუნებულია და სისხლით ივსება. პირველი ტიპი, ძირითადად, კაცებს აწუხებთ, მეორე – ხანდაზმულ ქალებს და ადამიანებს, რომელთაც სხვა დაავადებები აქვთ, მაგალითად, ჰიპერტონია ან დიაბეტი.

ხშირი სიმპტომები. მარია შაუფერბერგერის თქმით, გულის უკმარისობის მეტნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია ქოშინი ან გართულებული სუნთქვა, ასევე დაღლილობა, რომელიც ფიზიკური დაღლილობის დროს ან ძლიერდება ან მუდმივად იგრძნობა.

„გულის უკმარისობის ტიპიური შეშუპება ფილტვებს ნაწილობრივ აზიანებს. თუ ვერტიკალურ მდგომარეობაში ხართ, სითხე ფეხებში გროვდება, დამატებით მუცელში შეიძლება გაიბეროს“.

ნაადრევი ნიშნები. კარდიოლოგმა ჩამოთვალა რიგი ცვლილებები ორგანიზმში, რომელთა უგულებელყოფა არ შეიძლება.

  • დაღლილობა, განსაკუთრებით ფიზიკური ვარჯიშის დროს, ასევე საერთო სისუსტე.
  • სუნთქვის პრობლემები: გახშირებული და არარეგულარული შეიძლება იყოს.
  • ღრმა ხველა და ქოშინი ზურგზე წოლისას. ერთ–ერთი სიგნალია ის, რომ ადამიანი ღამით იღვიძებს, რომ წამოდგეს და ჩაისუნთქოს.
  • ხმაურიანი ხმა, რომელიც სუნთქვისას ისმის – ნიშანი, რომ ფილტვებში სითხე დაგროვდა.
  • ფეხების და ტერფების შეშუპება.
  • ზოგადი მდგომარეობის გაუარესება.
  • იარემულ ვენაში შესამჩნევი გულისცემა.

გულის უკმარისობა შეიძლება უსიმპტომოდ განვითარდეს და ქრონიკულ ვარიანტში არსებობდეს, ან მოულოდნელად მწვავე ფორმით გამოვლინდეს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

მწვავე გულის უკმარისობის სიმპტომები:

  • ძლიერი გულისცემა და შფოთვა
  • მოლურჯო ტუჩები, ფრჩხილები
  • სახის და ტანის ფერის ცვლილება, სწრაფად გაფერმკრთალება

ექიმები შეგახსენებთ, რომ გულის უკმარისობის მეტნაკლებად ხშირი მიზეზი მაღალი არტერიული წნევა და გულის კორონალური არტერიების შევიწროებაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს