თუ გსურთ დილა მაქსიმალურად ჯანმრთელი სასმელით დაიწყოთ, წითელი ფორთოხლის წვენი აირჩიეთ. ის გამდიდრებულია ანტოციანინებით, რომლებიც გულ–სისხლძარღვთა ჯანმრთელობას და კოგნიტურ ფუნქციებს აძლიერებენ.
ათწლეულები გვესმოდა, რომ ფორთოხალი და მისი წვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. უმეტესობა ჩვენგანის ცნობიერში ფორთოხალი ტრადიციული ნარინჯისფერი ხილია. თუმცა წითელი ფორთოხალი ბევრად უფრო სასარგებლოა, თუ ანტიოქსიდანტების შემცველობით ვიმსჯელებთ. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ წითელი ფორთოხალი, რომელიც ხმელთაშუა ზღვისპირეთში იზრდება, ანტოციანინებით მდიდარია. ეს ნატურალური კომპონენტია, რომელიც ლურჯ ან წითელ კენკრაში და წითელ კარტოფილში გვხდება.
ანტოციანინები გულ–სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას აუმჯობესებს, სიმსივნეს აფერხებს და კოგნიტურ ფუნქციებს აუმჯობესებს. სწორედ ამიტომ, წითელი ფორთოხლის წვენის ჩართვა ადამიანის ჯანმრთელობასა და წონაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
სამწუხაროდ, ახალი წითელი ფორთოხლის შეძენა ხშირად რთულია, ამიტომ მეცნიერები მისი წვენის დალევას გვირჩევენ. ის უფრო ხელმისაწვდომია. თან გულ–სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისა და სიმსივნის პროფილაქტიკისთვის სასარგებლოა. ჭარბწონიან თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ფორთოხლის სახეობის წვენი მათ წონის მკვეთრად შემცირებაში უფრო დაეხმარა, ვიდრე წყალი და უბრალო ფორთოხლის წვენი. ამის შესახებ The Daily Mail წერს.