დიეტოლოგები გირჩევენ, მაკარონი და კარტოფილი ცივი მიირთვათ

582

სახამებლის შემცველი გაცივებული პროდუქტი ნაწლავების ფლორის მდგომარეობას აუმჯობესებს, განმარტავს ანტე გალი, გერმანელი დიეტოლოგი.

მაკარონის ნაწარმი, კარტოფილი, ასევე თეთრი ბრინჯი სიმსუქნის გამომწვევ პროდუქტებად ითვლება. ისინი სახამებელს შეიცავენ, მარტივი ნახშირწყლების დიდი რაოდენობით გამოირჩევიან და სისხლში შაქრის დონის მკვეთრ ზრდას იწვევენ. დიეტოლოგი ანტე გალი (გერმანული კვების საზოგადოება) გამოცემა Focus–თან ინტერვიუში განმარტავს, რომ ამ მხრივ მსგავსი პროდუქტები გაცივების შემდეგ ნაკლებად სახიფათოა.

„მაკარონი ან კარტოფილი გააცივეთ, სანამ მიირთმევთ. როცა სახამებლის შემცველი პროდუქტი ცივდება, სახამებელი გარდაიქმნება და მდგრადი ხდება, შესაძლოა ორგანიზმისთვის სასარგებლოც აღმოჩნდეს“ – ამბობს ექსპერტი.

Vivien გიამბობთ, რატომ უნდა მიირთვათ მაკარონი და კარტოფილი ცივი.

ნაწლავების ფლორას აძლიერებს. დიეტოლოგის თქმით, ცივი მაკარონის, კარტოფილის ან ბრინჯის მდგრადი სახამებელი ორგანიზმში უჯრედისის მსგავსად იქცევა. მსხვილ ნაწლავში გადაუმუშავებელი ხვდება, სადაც აქტიურ ბაქტერიებად თანდათან იშლება. ეს ნაწლავების ფლორას აძლიერებს და საჭმლის მონელებაზე დადებით გავლენას ახდენს.

სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. ანტე გალი ირწმუნება, რომ მდგრადი სახამებელი სისხლში შაქრის დონის ზრდას ხელს უშლის. ორგანიზმი ნაკლებ ინსულინს აწარმოებს, ასევე საჭმლისკენ ლტოლვას აფერხებს.

კალორიები იზოგება. დიეტოლოგი აღნიშნავს, რომ ცივი სახამებლის შემცველი პროდუქტი ნაკლებ კალორიას შეიცავს, ვიდრე ახალ მომზადებული. ამრიგად, 20%–ით ნაკლებ კალორიას მიირთმევთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს