ცნობილია, რომელი წყალია შესაფერისი ჩაის მოსადუღებლად

730

შვეიცარიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რომელი წყალი უნდა გამოიყენოთ ჩაის მოსადუღებლად. ამის შესახებ ინფორმაციას Physics of Fluds–ზე დაყრდნობით TACC ავრცელებს.

ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის ფიზიკოსებმა თავიანთი მუშაობის შედეგად გაარკვიეს, რომ ყველაზე კარგი გემო აქვს ჩაის, რომლის მოსადუღებლად წყალს დამარბილებელი პროცედურები არ გაუვლია. პროცედურა წყლიდან კირქვის მოშორებას გულისხმობს.

როგორც აღმოჩნდა, წყლის სიხისტის წყალობით ჩაის ზედაპირზე წარმოიქმნება ფირი, რომელიც აქროლადი ნივთიერებებისგან შედგება. სწორედ ეს ჩაის მოდუღებისას სასმელის სიმწარის გაქრობას ხელს უწყობს.

„მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საკვებ წყალს ჭაბურღილიდან იღებენ, რომელიც კირქვის საბადოების მახლობლად მდებარეობს, რაც წყალს სიმწარეს ანიჭებს. სწორედ ამიტომ, ასეთ წყალს არბილებენ. აღმოვაჩინეთ, რომ მსგავსი პროცედურა ჩაის გემოს აუარესებს. თუ ჩაის მაქსიმალურად რბილ წყალზე მოამზადებთ, სასმელი ფირის არ არსებობის გამო მწარე იქნება“ – ამბობს კეროლაინ ჯაკომინი, კვლევის ერთ–ერთი ავტორი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს