სამზარეულოს გარემონტებისას ინტერიერის მთლიანად განახლება გადავწყვიტე. ახალ ინტერიერს ძველი ფარდა არ უხდებოდა. ძველი ფარდა დედასთან წავიღე, მას ნამდვილად გამოადგება, თავად ახალი, ძვირიანი ტიული ვიყიდე. ვიცოდი, რომ პრაქტიკული არ იყო, მაგრამ გვერდი ვერ ავუარე. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ნაზი ქსოვილი განაცრისფერდა, ზოგ ადგილს სამზარეულოს ჭვარტლისგან გაყვითლდა. Vivien გიამბობთ, თუ როგორ უნდა გაათეთროთ ტიული სახლის პირობებში.
ჩვენი ხისტი წყლის პირობებში უბრალო რეცხვა ტიულის გათეთრების ამოცანას ვერ გაუმკლავდება. რას ვაკეთებთ ასეთ სიტუაციაში? სწორია, გამოცდილ ბებისეულ მეთოდებს მივმართავთ. მახსოვს, როგორი აღფრთოვანებული ვიყავი ბავშვობაში ძველი სახლების ქათქათა ფარდებით. მაშინ იმპორტული ქიმიური საშუალებები გაგონილიც არ ჰქონდათ. მხოლოდ ხელმისაწვდომ საშუალებებს იყენებდნენ. და ეფექტურიც იყო. ახლა თავად შევამოწმებ.
როგორ გავათეთროთ სამზარეულოს ტიული სწრაფად
თავდაპირველად, ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ. დაგჭირდებათ მარილი, ძმარი, დიასახლისის საპონი, ლილა და ტაშტი ტიულის ჩასალბობად.პირველ რიგში, ფარდა დაამარილეთ. ტაშტი თბილი წყლით გაავსეთ (წყალი ცხელი არ უნდა იყოს). მაღალ ტემპერატურაზე ტიული შეიძლება უფრო განაცრისფერდეს და ზომაში შემცირდეს. 3 ს/კ მარილი ზემოდან დაუმატეთ და აურიეთ. ამ ხსნარში ტიული 1 საათით ჩაალბეთ, შემდეგ გამდინარე წყალი გაავლეთ.
ახლა დიასახლისის საპნით კარგად გასაპნეთ. ის სხვადასხვა სახის ჭუჭყს შესანიშნავად გაუმკლავდება და სიყვითლეს ნაწილობრივ მოაშორებს. ტიული თბილ წყალში კარგად გარეცხეთ და კვლავ წყალი გაავლეთ, საპონი კარგად მოაშორეთ.
შემდეგი ეტაპით ფარდას ბზინვარებას მიანიჭებთ. ტაშტში სუფთა წყალი ჩაასხით და 3 ს/კ 9%–იანი თეთრი ძმარი დაუმატეთ. ტიული სითხეში ჩაალბეთ და 5-7 წუთით „დაამარინადეთ“.
ახლა, ყველაზე მთავარი: უნაკლო სიქათქათე დაუბრუნეთ. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამაში ლილა დაგეხმარებათ. ერთ ტაშტ წყალს ნახევარი ჩაის კოვზი ლილა დაუმატეთ. ხსნარს კარგად აურიეთ, რომ ლილა თანაბრად გადანაწილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქსოვილზე ზოლები და ლაქები დარჩება.
ფარდა ძმრიანი წყლისგან გაწურეთ (სუფთა წყალი არ გაავლოთ) და მზა ჭურჭელში გადაიტანეთ. ქსოვილი გაასწორეთ და 10 წუთით გააჩერეთ. ახლა ლურჯ წყალში ცოტა მოჩიჩქნეთ, შემდეგ სუფთა გამდინარე წყალში გაავლეთ. გასაშრობად დაკიდეთ.
პროცედურა შეგიძლიათ ნაწილობრივ ავტომატურად შეასრულოთ, მაგრამ სარეცხ მანქანაში ლილის დამატებისას შეიძლება ლაქიანი ფარდა მიიღოთ. თუ ეს ნაბიჯი გადაწყვიტეთ, წინასწარ ლურჯი სითხე ბამბის დისკის მეშვეობით გადაწურეთ. დოზა ორჯერ გაზარდეთ. აი, ნახავთ, თქვენი ტიული კვლავ ისეთი ქათქათა და ბზინვარე გახდება, თითქოსდა ახლახანს შეიძინეთ. იცით სხვა მეთოდები ფარდების გასათეთრებლად?