სველი სალფეთქი, მათ შორის საბავშვოც, შესაძლოა საფრთხეს მალავდეს.

1224

უკვე დიდი ხანია სველი სალფეთქი რაღაც ნაცნობი, ყოველდღიური და ჩვეული გახდა. მისი გამოყენება სახლში, მოგზაურობის და სეირნობის დროს მოსახერხებელია. პანდემიის დროს მის მიმართ მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა. ახლა ხელის სისუფთავეს მუდმივად ყურადღებას ვუთმობთ და სველი სალფეთქი ამაში კარგად გვეხმარება.ჰიგიენის საშუალება ჩვენი ორგანიზმისთვის ყოველთვის სასარგებლო არაა. როგორც ამბობენ, ყველაფერი კარგია ზომიერად. Vivien გიამბობთ, თუ რა საფრთხეს მალავს სველი სალფეთქი და გიზიარებთ სპეციალისტების მოსაზრებას. გაფრთხილებული ნიშნავს, რომ შეიარაღებული ხართ.

სველი სალფეთქი: რატომ და რით უნდა ჩაანაცვლოთ

მავნე ნივთიერება შემადგენლობაში:

სურფაქტანტები (პაბები) – ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც საყოფაცხოვრებო პროდუქტებში ხშირად გვხდება. რა თქმა უნდა, თუ პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენება, ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. აი, კოსმეტიკურ და ჰიგიენურ საშუალებებში ასეთი ნივთიერება სჯობს არ გამოიყენოთ.

სპირტი – ერთი მხრივ, სპირტი კანს დეზინფექციას უტარებს და მიკრობებს კლავს. აი, ეს პროდუქტი ინტიმური მოვლის საშუალებებსა და საბავშვო პროდუქციაში არ უნდა შედიოდეს. სპირტის შემცველი საშუალების ხშირი გამოყენება კანს აშრობს, გაღიზიანებას და ქავილს იწვევს.

ფტალატები – უკიდურესად რეკომენდებული არაა ისეთი სველი სალფეთქის გამოყენება, რომლის შემადგენლობაში ფტალატებია. ეს ნივთიერება რეპროდუქციულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. რეპროდუქციული მედიცინის ამერიკული საზოგადოების სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ ფტალატებს ახალშობილის წონასა და განვითარებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. რა თქმა უნდა, საუბარია ნეგატიურ გავლენაზე.

პარაბენები – ამ ნივთიერებას სველი სალფეთქების შემადგენლობაში ხშირად ამატებენ, რომ შენახვის ვადა გაზარდონ. ადამიანის ორგანიზმზე პარაბენების პირდაპირი უარყოფითი გავლენა ჯერ დამტკიცებული არაა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ის ორგანიზმში გროვდება და რთულად გამოდის.

ნატრიუმის ლაურილ სულფატი – ქიმიური ნივთიერება ცნობილია, როგორც SLS. ის ადამიანის იმუნურ სისტემას ანადგურებს. ადამიანის სისხლში კანიდან ხვდება.

გახრწნის დრო – სველი სალფეთქი ადამიანს არა მხოლოდ პირდაპირ, არამედ ირიბად ზიანს აყენებს. როგორ? საქმე იმაშია, რომ ჰიგიენური პროდუქტი ძალიან დიდხანს იხრწნება. ადრე თუ გვიან სველ სალფეთქში შემავალი ქიმიური ნივთიერებები მიწაში ან ოკეანეში ხვდება. აქედან შეიძლება არა ჩვენთან, არამედ ჩვენი შვილების, შვილიშვილების და შვილთაშვილების ორგანიზმს მიწვდეს. დიახ, სველი სალფეთქი მინიმუმ 100 წელი იხრწნება. ყველაფერი იმიტომ, რომ მასში პლასტმასის ბოჭკოები შედის.

რით ჩავანაცვლოთ სველი სალფეთქი – უდავოდ, თანამედროვე სამყაროში სველ სალფეთქზე სრულად უარის თქმა შეუძლებელია. განსაკუთრებით ახლა, პანდემიის პირობებში, როცა ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებები ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა სალფეთქის გამოყენება შეგიძლიათ შეამციროთ. მაგალითად, შესაძლებლობის მიხედვით მაკიაჟი წყლით და დასაბანი საშუალებით მოიშორეთ. ყველა საზოგადოებრივ ადგილას ანტისეპტიკური საშუალებები დევს, რომლითაც ხელების დეზინფექცია შეგიძლიათ. გაცნობიერებული მოხმარება ჩვენს ჯანმრთელობას და პლანეტას იცავს!

ერთი შეხედვით, სველი სალფეთქის ზიანი რიგ სხვა პრობლემებთან შედარებით უმნიშვნელო ჩანს. თუმცა თუ მავნე ნივთიერებებისგან თავის დაცვის შესაძლებლობა გაქვს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ? თქვენთვის სველი სალფეთქი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს