ხაჭო სასარგებლო თვისებების ფართო სპექტრს მოიცავს, მაგრამ ჯანმრთელობისთვის არც ისეთი უვნებელია, ამის შესახებ თერაპევტი ანა ივაშკევიჩი საუბრობს.
ექიმის თქმით, ხაჭო ყველასთვის სასარგებლო პროდუქტად არ უნდა მივიჩნიოთ.
„ძველი ხაჭოს აშკარა ზიანის გარდა, პროდუქტი უკუჩვენებულია, თუ ზოგიერთი დაავადება და თავისებურება გაქვთ,“ – ამბობს თერაპევტი.
ექიმი განმარტავს, თუ ვისთვის არ შეიძლება ხაჭოს მიღება. თერაპევტი გირჩევთ, რომ ხაჭოს მიღებისგან თავი შეიკავოთ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებები გაწუხებთ:
- ლაქტოზას აუტანლობა
- თირკმლის დაავადებები
- გასტრიტი
- ათეროსკლეროზი
უკიდურეს შემთხვევაში მსგავსი პათოლოგიების დროს ხაჭო მხოლოდ ექიმის ნებართვით უნდა მიიღოთ, ხაზს უსვამს ივაშკევიჩი.
ექიმი ჭარბწონიან ადამიანებს ხაჭოს მხოლოდ ზომიერად მიღებას ურჩევს. მისი თქმით, ცხიმის მაღალი პროცენტის დროს ორგანიზმი პროდუქტს სწრაფად ინელებს და, შესაბამისად, კალორიებს და ცხიმს სწრაფად შთანთქავს. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვისაც წონის და ქოლესტერინის დონის გაკონტროლება სურს. ივაშკევიჩი გირჩევთ, რომ ხაჭო დღის პირველ ნახევარში მიირთვათ. ასევე გაფრთხილებთ, თუ პროდუქტს დიდი რაოდენობით მიიღებთ
„მასში შემავალი კაზეინის ცილის გადაჭარბებული მიღება იწვევს შეშუპებას, ხოლო ჭარბი ცხოველური ცხიმი – ღვიძლის და თირკმლის პრობლემებს“.