ტკივილი, რომელსაც გულმკერდში გრძნობთ, გულის დაავადებებთან და გულის შეტევასთან ასოცირდება, თუმცა ექიმი განმარტავს, რომ ეს შეიძლება ბევრი სხვა დარღვევის ნიშანი იყოს.
ჯანმრთელობის შესახებ სატელევიზიო პროგრამაში მონაწილეობისას ექიმმა ალექსანდრე მიასნიკოვმა თქვა, რომ
„უმეტეს შემთხვევაში გულმკერდში ტკივილი კარდიოლოგიურ დაავადებებზე საერთოდ არ უთითებს“.
ექიმი აღნიშნავს, რომ გულის დარღვევის დროს გამოხატულ მტკივნეულ სიმპტომს სტენოკარდია იწვევს. ამ მდგომარეობის განმასხვავებელი სიმპტომია ტკივილი, რომელიც სადმე კონკრეტულად არ იგრძნობა, რადგან „მთელ გულმკერდში“ იგრძნობა. მიასნიკოვი განმარტავს, რომ
„თუ ადამიანს გულმკერდში ტკივილის ზუსტი წერტილის ჩვენება შეუძლია, ეს გულის დაავადება არაა“.
ექიმის თქმით, გულმკერდში ხანგრძლივი ძლიერი ტკივილის ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ჰერპესი ზოსტერი – ინფექცია, რომელიც ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ადამიანებში მწვავედ ვლინდება. გარდა ამისა, მსგავსი ტკივილი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, კბილების დაავადებას ან პანიკურ შეტევას შეიძლება მალავდეს.
ამავდროულად, მიასნიკოვი ამატებს, რომ რაც უფრო ზრდასრული ადამიანი უჩივის გულმკერდში ტკივილს, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ მასში ინფარქტი ვითარდება.