ინფარქტის 5 სიმპტომი ქალებში, რომელიც შეიძლება სხვა დაავადებაში აგერიოთ

830

გულის შეტევა სხვადასხვა ფორმას იღებს და ქალებსა და კაცებში განსხვავებულად ვლინდება. Vivien გიამბობთ, რომელ სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა, რომ ინფარქტი გამორიცხონ.

მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულის შეტევა მაშინ ხდება, როცა ერთ–ერთი კორონარული არტერია იბლოკება. გულის კუნთები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ჟანგბადით გამდიდრებულ სისხლს ვერ იღებს, რაც მის კვდომას იწვევს. მსგავსი მდგომარეობა ოპერატიული თერაპიული ზომების გარეშე ლეტალური დასასრულის რისკს სერიოზულად ზრდის.

პრობლემა ისაა, რომ ინფარქტი შეიძლება ისეთი სიმპტომებით გამოვლინდეს, რომლის შემჩნევა დაუყონებლივ ვერ ხერხდება. კვლევა აჩვენებს, რომ გულის შეტევის დიაგნოსტიკის სფეროში გენდერული სხვაობაც არსებობს: ქალებსა და კაცებში ინფარქტი ერთნაირად ეფექტურად არ ვლინდება. მაგალითად, ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯმა დაადგინა, რომ ქალები ექიმთან მიმართვისას გამოკვლევას დიდხანს ელოდებიან და დიდი ალბათობით, მიოკარდიუმის ინფარქტის გამოსავლენად ძირითად ტესტებსაც არ გადიან. ნაწილობრივ ეს განპირობებულია იმით, თუ როგორ ვლინდება ინფარქტის სიმპტომები ქალებში – ხშირად სხვა დაავადებასთან ასოცირდება.

მკვლევარები აცხადებენ, რომ რამდენიმე ნიშანი არსებობს, რომ ქალი ყურადღებით უნდა იყოს, როცა საქმე გულის შეტევას ეხება.

  • მკერდში დისკომფორტის ახალი შეგრძნება. შეიძლება გამოვლინდეს როგორც უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც სერიოზულ საფრთხეს არ იწვევს. სტატისტიკურად, კაცებს ინფარქტის დროს გულმკერდში ზეწოლის და ტკივილის უფრო გამოხატული ფორმა აწუხებთ. ექიმები შეგრძნებებზე ორიენტირებას გვირჩევენ, რომელიც ახლებურად იგრძნობა.
  • გართულებული სუნთქვა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ჰაერი არ გყოფნით, ასეთ მდგომარეობაში ნორმალურად საუბარი რთულია.
  • ღებინება. ხშირად ამას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციის სიმპტომად მიიჩნევენ, მაგრამ თუ თან თავბრუსხვევა გაწუხებთ, ეს შეიძლება გულის შეტევის ნიშანი იყოს.
  • დაღლილობა. დაზარალებულმა ქალმა შეიძლება იგრძნოს ძლიერი სისუსტე და ენერგიის ნაკლებობა, თუნდაც ჩვეული ამოცანების შესასრულებლად.
  • ზურგის ტკივილი. მაშინ, როცა კაცებში გულმკერდის ძლიერი ტკივილი მიოკარდიუმის ინფარქტის მკვეთრი სიმპტომია, ქალებში ეს ტკივილი შეიძლება სხეულის სხვა ნაწილების ტკივილს აერიოს. მაგალითად, ეს შეიძლება ზურგის ტკივილი იყოს. ასეთი ტკივილი შეიძლება ერთ ან ორივე ხელში, ყელში ან მუცელში იგრძნოთ. განმასხვავებელი სიგნალი, რომ ეს გულის ტკივილია: ცივი ოფლი, ფერმკრთალობა, საერთო სისუსტე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს