თუჯის აბაზანის გადაგდება გადავიფიქრე, მხოლოდ პლიუსებს ვხედავ

2929

ჩვენს ძველ ბინაში, სააბაზანო ოთახში საბჭოური თუჯის აბაზანა იდგა. აბაზანა უკვე გაცვეთილი იყო და მისი ახლით ჩანაცვლება გადავწყვიტეთ. მსგავსი, წარსულის გადმონაშთის აბაზანის დადგმას სულელურად მივიჩნევდით, ამიტომ აკრილის აბაზანაზე შევთანხმდით. თქმა, რომ ვინანე, გამოდის, რომ არაფერი ვთქვა. პირველივე წელს ცენტრში ჩაიწია. თუჯის აბაზანის უპირატესობები იმწამსვე აშკარა გახდა.ბევრი იტყვის, რომ არჩეული სანტექნიკა უხარისხო იყო ან არასწორად დააყენეს. მაშინ როგორ შეექმნა მსგავსი პრობლემები ჩემს ნაცნობსაც? გასაგებია, რომ ყველას თავისი გემოვნება აქვს. თუ ფართი საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ ჯაკუზიც დადგათ. საერთოდ, საშხაპე კაბინა მომწონს, მაგრამ ქმარი თვლის, რომ სახლში აბაზანა უნდა იყოს.კვლავ ყველაფრის შეცვლა მოგვიწია. ოღონდ შეცდომა აღარ დავუშვით და ისევ თუჯის აბაზანა შევიძინეთ. რამდენიმე წელია ვსარგებლობ და მხოლოდ პლიუსებს ვხედავ. Vivien გიამბობთ, რა უპირატესობები აქვს თუჯის აბაზანას.

რა პლიუსები აქვს თუჯის აბაზანას – რა თქმა უნდა, სანტექნიკის შეძენისას გამყიდველთან და მეგობრებთან კონსულტანცია გავიარე. თითქმის ყველას თუჯის აბაზანის მინუსების შესახებ ერთნაირი არგუმენტი ჰქონდათ. მინუსებს შორის სიძვირე და დიდი წონა ყველაზე პოპულარული იყო. თან თანამედროვეც არაა.

რაც შეეხება ფოლადის და აკრილის აბაზანებს, მათაც მეორე შანსი მივეცი. მივედი, დავათვალიერე და აი, რა გავიგე:

  • ფოლადის აბაზანა ერთმნიშვნელოვნად იაფია. თავისი არსით, იგივე ტაშტია, ოღონდ უფრო დიდი. მასალა დიდად გამძლე არაა, გამოდის დროთა განმავლობაში ჩაიწევა. დეფორმაციის ადგილებში მინანქარი სწრაფად იბზარება და რესტავრაცია ვერ დაგეხმარებათ. თან ძალიან ხმაურიანია.

  • აკრილის აბაზანა ძალიან ლამაზია. ფორმების და ზომების არჩევანი შთამბეჭდავია. წინაზე უფრო გამძლეა და ხმამაღალ ხმებსაც არ გამოსცემს. ნამდვილად კარგი, ხარისხიანი მოდელები თავისი ფასით გვაშინებს.

ჩემი აზრით, თუჯის აბაზანა თავის მინუსებს პლიუსებად მარტივად აქცევს:

1. ერთხელ გადახდით გამძლე ნივთს მიიღებთ, რომელიც რამდენიმე წელი გემსახურებათ. რა შეიძლება დაემართოს? სავარაუდოდ, აფეთქებასაც გადაიტანს. ერთადერთი, სწორად უნდა გაწმინდოთ. აბრაზიული საშუალებები, რომლებიც ზედაპირს კაწრავს, არ გამოიყენოთ. შეძენამდე კარგად დაათვალიერეთ, რომ დაზიანებული აბაზანა არ შეგხვდეთ.

2. სოლიდური წონა (80-150 კგ) ნაკლიდან უპირატესობად იქცევა, როცა საქმე გამძლეობას ეხება. ყოველდღე მის გადაადგილებას არავინ აპირებს. ერთხელ დადგამთ და დაივიწყებთ.

3. მასალა არა მხოლოდ გამძლეა, არამედ წყლის დაგროვებისას ხმას შთანთქავს. ტემპერატურას კარგად ინარჩუნებს, რაც ცხელი აბაზანის მოყვარულებისთვის მნიშვნელოვანია.

4. ქათქათა საფარი ნებისმიერ ინტერიერს მარტივად ეთავსება. ფეხები ყოველთვის შეგიძლიათ სანტექნიკის კედლებით დამალოთ ან ორიგინალური დიზაინის მოდელი შეარჩიოთ.

5.საშხაპე კაბინისგან განსხვავებით ასეთ აბაზანაში შეგიძლიათ ბავშვი აბანავოთ და თავადაც კომპანია გაუწიოთ.

რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, თუ რომელი მასალის აბაზანას შეიძენთ. ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ რამდენიმე წელი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სააბაზანო ოთახში მშვიდად მოდუნებას შევძლებ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს