დაქალმა მასწავლა მარტივი ხრიკი ქურთუკის საყელოდან ტონალური კრემის მოსაშორებლად

1417

ღია და კაშკაშა ფერების მოსაცმელები ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, რომ შუა სეზონურ პერიოდში და მით უფრო ზამთარში ქალებს მზე საშინლად აკლიათ. სამწუხაროდ, ქალები D ვიტამინზე უფრო დამოკიდებული ვართ, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით იწარმოება. მისი დეფიციტის დროს პირქუში და გაღიზიანებული ვხდებით, ოჯახის წევრებზე ვბრაზდებით და ნამდვილი მეგერა ვხდებით.

შემოდგომა–ზამთრის სევდის გასაქარვებლად საკუთარი მეთოდი მაქვს, ე.წ. „ფერების თერაპია“. ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში მეტი ღია ფერის შემოტანას ვცდილობ. მაგალითად, შემოდგომაზე ყველგან სხვადასხვა ფერის ფოთლებით სავსე ლარნაკებს ვდგამ. მაგიდაზე უფრო ღია ფერის გადასაფარებელს ვაფარებ. ქურთუკი და პალტოც ღია ფერის მაქვს, ხოლო ყურთუკი საერთოდ საოცარი ფერის – ხან პიტნისფერია, ხან ფირუზისფერი, ზოგჯერ ტალღისფერი დაკრავს, მოკლედ ვერ გავარკვიე.

აი, რაშია პრობლემა: ღია ფერის ტანსაცმელზე საყელო მუდმივად ისვრება. საყელო სახეს ეხება, რომელზეც ყოველდღე ტონალურ კრემს და პუდრას ვისვამ. თავიდან ლაქა დიდად შესამჩნევი არაა, მოგვიანებით ქსოვილში ჯდება და ბოლომდე მისი მოშორება რთულია. ამასთან საყელოს გასაწმენდად ქურთუკს ყოველკვირა არავინ რეცხავს. ტონალური კრემის ლაქის მოსაშორებლად ხელით რეცხვა ვცადე, მაგრამ შედეგმა არ გამახარა.

ნაცნობი სიტუაციაა, არა? სწორედ ამიტომ, გიზიარებთ  მარტივ ხრიკს, როგორ მოაშოროთ ტონალური კრემი ქურთუკის საყელოს. ვიმედოვნებთ, ჩემი რჩევა დაგეხმარებათ.

დაქალი დამეხმარა, რომელმაც ახლახანს ლამაზი, თეთრი ქურთუკი შეიძინა. რამდენიც არ უნდა ვუყურო, საყელოზე კოსმეტიკის კვალს ვერ ვხედავ. არადა, ტონალურს იყენებს, ეს ზუსტად ვიცი! დაქალს პირდაპირ ვკითხე და მან ტონალური კრემის მოსაშორებლად ეფექტური მეთოდი გამიზიარა.

ერთადერთი, რაც გჭირდებათ, ჩვეულებრივი მიცელარული წყალია, რომლითაც მაკიაჟს ვიშორებთ. ბამბის დისკი მიცელარული წყლით დაასველეთ, შემდეგ ტანსაცმელზე პრობლემური ადგილები გაწმინდეთ. მიცელარული წყალი კრემს არა მხოლოდ სახეზე, არამედ ქსოვილზეც კარგად აშორებს. რა თქმა უნდა, ახალ ლაქას უკეთ უმკლავდება. ამიერიდან საღამოს მიცელარულ წყალს ორჯერ ვიყენებ: ჯერ კოსმეტიკას სახიდან ვიშორებ, შემდეგ ქურთუკის საყელოს ვწმენდ.

ვინ იფიქრებდა, რომ ჩვეულებრივი მიცელარული წყალი ასეთი უნივერსალური და ეფექტური ლაქის ამომყვანი საშუალებაა. სხვათა შორის, მისი დახმარებით შეგიძლიათ კოსმეტიკის ლაქები არა მხოლოდ საყელოზე, არამედ სახელოსა და მთელ ქურთუკზე მოიშოროთ. ძალიან მოსახერხებელი და მარტივი მეთოდია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს