ზოგიერთი კვების პროდუქტის მიღება სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას ხელს უწყობს. პირველ რიგში, ამ კატეგორიას დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები მიეკუთვნება. Vivien გიამბობთ, თუ რომელი კვების პროდუქტები უნდა ჩართოთ რაციონში სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად.
გიზემ გერმიუში (თურქეთი) კვების სფეროში ექსპერტი და დიეტოლოგი ყვება, თუ რომელი კვების რაციონი ინარჩუნებს სისხლში შაქრის სტაბილურ დონეს, მის რყევებს და ზრდას აფერხებს. კერძოდ, თურქი ექიმი ამ მიზნით უშაქრო მწვანე ჩაის დალევას გირჩევთ (რა თქმა უნდა, გადაჭარბების გარეშე).
გერმიუში გირჩევთ, რომ რაციონში ჩართოთ კვების პროდუქტები, რომელთაც დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვთ.
- თევზი. ექსპერტის თქმით, თევზი კვირაში 3-ჯერ უნდა მიირთვათ.
- პარკოსნები. პარკოსნებით მომზადებული კერძები რაციონში კვირაში მინიმუმ 2-ჯერ უნდა ჩართოთ.
- კაკალი. გერმიუში თვლის, რომ ყოველი ნახშირწყლოვანი საკვების მიღების წინ რამდენიმე კაკლის (ნუში, თხილი, ნიგოზი) ჭამა სასარგებლოა. ასე სისხლში შაქრის დონე უკეთ რეგულირდება.
- წიწიბურის იოგურტი და კვერცხი. ცილებით მდიდარი პროდუქტები, რომელთაც ორგანიზმი კარგად ითვისებს. ზოგიერთი ცილა შეგიძლიათ ნახშირწყლებთან ერთად მიირთვათ. ასეთი კვება სისხლში შაქრის დონის მკვეთრ ზრდას თავიდან აგაცილებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს