გულის გასაძლიერებლად ყოველდღე მინიმუმ 10 000 ნაბიჯი უნდა გაიაროთ

700

შუახნის ასაკში ყოველდღე 7 000 ნაბიჯის გავლაც არტერიების ჯანმრთელობის შენარჩუნებას ხელს უწყობს და სიკვდილიანობის რისკს 70%–მდე ამცირებს. ასეთია ამერიკელი მეცნიერების კვლევის შედეგი, რომელსაც Vivien გიზიარებთ.

ბევრ ჩვენგანს სმენია, თუ როგორი მნიშვნელოვანია ყოველდღე მინიმუმ 10 000 ნაბიჯის გავლა გულისა და სისხლძარღვების დასაცავად. ამერიკელმა მკვლევარებმა მასშტაბური ექსპერიმენტის ფარგლებში დაამტკიცეს, რომ ყოველდღე უფრო ნაკლები ნაბიჯის გავლაც გულ–სისხლძარღვთა სერიოზული გართულებებისგან დაგიცავთ. მეცნიერების ყურადღების არეში მოხვდა 38-დან 50 წლამდე ასაკის ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ყოველდღე მინიმუმ 7 000 ნაბიჯს გადიან. აღმოაჩინეს, რომ ამ ადამიანებს მომავალ ათწლეულში გარდაცვალების გაცილებით ნაკლები რისკი აქვთ. მათში სიკვდილიანობა დაახლოებით 60-70%–ით შემცირებულია, ვიდრე მათ თანატოლებში, რომლებიც მჯდომარე ცხოვრების წესით ცხოვრობენ.

მკვლევარებმა ქალებისა და კაცების მიერ ყოველდღიურად გავლილი ნაბიჯების ზრდას შორის სხვაობაც აღმოაჩინეს. თუ მამაკაცში ყოველდღე 7 000 ნაბიჯის გავლით სიკვდილიანობის რისკი 58%–ით მცირდება, ქალებში – ეს მთელი 72%–ია. ამ კვლევის შედეგები ჟურნალში JAMA Network Open გამოქვეყნდა.

2 110 მოხალისე ერთ წელზე მეტი აქსელერატორს ატარებდა, ხოლო დაკვირვების პერიოდი თითქმის 11 წელი გაგრძელდა. ყველა საკვლევი სუბიექტი გულის იშემიური დაავადების შესწავლის პროგრამაში მონაწილეობდა. ამასთან დღეში 10 000-ზე მეტი ნაბიჯის შესრულება სიკვდილიანობის უფრო შემცირებას არ უკავშირდება, როგორც ამას დაკვირვება აჩვენებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს