ცნობილი ექიმის, ალექსანდრე მიასნიკოვის თქმით, ყოველ მეხუთე შემთხვევაში სიმსივნეს კვება იწვევს. Vivien გიზიარებთ მიასნიკოვის მოსაზრებას თეთრი პროდუქტებისა და სიმსივნის განვითარებას შორის კავშირის შესახებ.
„არასწორი კვება სიმსივნის ყოველ მეხუთე შემთხვევას იწვევს“ – განაცხადა ექიმმა მიანისკოვმა ტელეთერში გამოსვლისას.
ექიმი განმარტავს, რომ ზოგიერთი პროდუქტი სიმსივნის მაღალ მგრძნობელობასთან ასოცირდება. მისი თქმით, ერთ–ერთი მთავარი პროვოკაროტია
„პროდუქტები, რომლებიც სიმსუქნეს და, შედეგად, სისხლში ინსულინის დონის ზრდას იწვევს“.
მიასნიკოვი შეგვახსენებს, რომ სიმსუქნე მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარებას მჭიდროდ უკავშირდება. ექიმის დაკვირვებით, ამ დაავადების დროს ავთვისებიანი სიმსივნის ალბათობა 8-ჯერ იზრდება.კვებაზე საუბრისას, რომელიც დიაბეტისა და სიმსუქნისკენ მიდრეკილებას ზრდის, მიასნიკოვმა თეთრი კვების პროდუქტები პროვოკატორებად დაასახელა. ის მოგვიწოდებს, რომ თეთრი შაქრის, ბრინჯის, მაკარონის, პურის და მარილის მიღება მკაცრად გავაკონტროლოთ. ექიმი აცხადებს, რომ
„ეს ყველაფერი ჭარბ წონას, შაქრის ზრდას და დაავადებებს, სიმსივნეს იწვევს“.