ნებისმიერი მზარეული კერძის მომზადებისას სამზარეულოს პირსახოცს გვერდს ვერ აუვლის. ასეთი პირსახოცების პრობლემა ისაა, რომ სწრაფად ჭუჭყიანდება. ხილის ლაქა და ცხიმი ქსოვილში სწრაფად ჯდება, ამიტომ რეცხვა ნამდვილი ტანჯვა ხდება. ვერანაირი სარეცხი მანქანა, ფხვნილი და გელი ასეთ ლაქებს ვერ უმკლავდება.
Vivien ერთ მარტივ, გამოცდილ მეთოდს გიზიარებთ, რომელიც ზუსტად 5 წუთში სამზარეულოს პირსახოცს ჭუჭყს მოაშორებს და თავდაპირველ სიქათქათეს დაუბრუნებს.
დაგჭირდებათ 2 მარტივი ინგრედიენტი:
- დიასახლისის საპონი
- ლიმონმჟავა
გამოყენების წესი:
1. პირსახოცი ნიჟარაში ჩაალბეთ და დიასახლისის საპონი უხვად დაახეხეთ. დიასახლისის საპნის ნაცვლად შეგიძლიათ საპონი „ანტიპიატინი“ გამოიყენოთ, თუმცა თავად არ მიცდია. პოლიეთილენის პარკი აიღეთ. მომზადებული პირსახოცი ოთხად გაკეთეთ და პარკში ჩადეთ. თასში 50 მლ წყალი ჩაასხით და 2 ჩ/კ ლიმონმჟავა დაუმატეთ. ლიმონმჟავა შეგიძლიათ ახალი ლიმონის წვენით ჩაანაცვლოთ. კარგად აურიეთ, სანამ კომპონენტები არ გაიხსნება.
2. მიღებული ნარევი პარკში პირსახოცს დაასხით. ეცადეთ, პირსახოცის ყველა ნაწილი დალბეს. დამატებით ხელით დასრისეთ, რომ პირსახოცი კარგად გაიჟღინთოს. პარკი არავითარ შემთხვევაში არ შეკრათ. ახლა მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ და 2 წუთით 450 სიმძლავრეზე ჩართეთ. თუ ძლიერ არ გახურდება, დრო 4 წუთამდე გაზარდეთ.
3. ამის შემდეგ „ტომსიკა“ გამოიღეთ და გაგრილება აცადეთ. ამ დროში დიასახლისის საპონი და ლიმონმჟავა რეაქციაში შევა. გახურებული ლანგრის გაგრილება არ დაგავიწყდეთ.გაგრილების შემდეგ პირსახოცი პარკიდან ამოიღეთ და წყალი კარგად გაავლეთ. როგორც წესი, ლაქები პირველივე პროცედურაზე ქრება. ჩამჯდარი ლაქების შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ და ყველაფერი გამოგივათ.
სასარგებლო ხრიკი მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.