ახლა პარკის გარეშე აღარ ვრეცხავ. ამ ხრიკით თეთრეულს უკეთ გარეცხავთ და სარეცხ საშუალებას დაზოგავთ

4871

გქონიათ შემთხვევა, როცა სარეცხ მანქანაში რეცხვა ეფექტური არ აღმოჩნდა? თითქოსდა ახალი სარეცხი ფხვნილი გამოიყენეთ და აუცილებელი ტემპერატურის რეჟიმი ჩართეთ, მაგრამ შედეგი მაინც არ გახარებთ.დღეს Vivien–ის რედაქცია გიზიარებთ ხრიკს, რომელიც მეგობრისგან ვისწავლეთ. შევნიშნეთ, რომ ის თეთრეულს პოლიეთილენის პარკთან ერთად რეცხავს. აღმოჩნდა, რომ დოლურაში ასეთი დამატებითი ნივთით სარეცხი მანქანა ჭუჭყს უკეთ უმკლავდება, ფხვნილი იზოგება და სარეცხი მანქანის გამოყენების ვადაც იზრდება.

რატომ უნდა გამოიყენოთ პარკი რეცხვის დროს – მეთოდი ახალი არაა და უკვე დროში გამოცდილია. გამოცდილმა დიასახლისებმა სტატიკური ელექტროობის შესახებ ყოველთვის იცოდნენ, რომელიც დოლურაში იქმნება. გასაკვირი არაა, რომ პარკი მალე სარეცხ მანქანაში აღმოჩნდა. რეცხვის დროს პარკზე ტანსაცმლის ბუსუსები და ბეწვი გროვდება. შედეგად, ტანსაცმელი უფრო სუფთად გამოიყურება. ასე სარეცხი მანქანის ფილტრიც არ ბინძურდება, რადგან ნაგავი პარკზე რჩება.

პარკი დოლურაში ფხვნილის გახსნას ხელს უწყობს. პოლიმერის მასალა ღილების, ელვა შესაკრავის დარტყმას საკუთარ თავზე იღებს, ხოლო დოლურა არ ზიანდება.

სუპერ მეთოდია, მაგრამ შეზღუდვები აქვს, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ – გირჩევთ, რომ ბეწვიანი ტანსაცმლის რეცხვისას პარკი არ გამოიყენოთ. ასე შედეგს ნამდვილად ვერ გააუმჯობესებთ, პირიქით, ტანსაცმელი შეიძლება გააფუჭოთ. ამასთან, პარკი სწორად უნდა აირჩიოთ. ის ერთფერში და უნახატო უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრინტი მოშორდება და საღებავის ნარჩენები გარეცხილ ნივთებზე გადავა. წვრილმანების მიმართ ყურადღებით იყავით.

აი, ასეთი მარტივი და სასარგებლო ხრიკით ტანსაცმელს უკეთ გარეცხავთ და სარეცხ საშუალებასაც დაზოგავთ. გაგვიზიარეთ თქვენი ხრიკები რეცხვის ეფექტურობის გასაზრდელად!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს