პლასტმასის ფანჯარასა და კარს დაწევა ახასიათებს. თუ ფანჯრის ან კარის საგდული დახურვისას ჩარჩოს ეხება, ამის გამოსწორება 10 წუთში შეგიძლიათ. Vivien გასწავლით მარტივ მეთოდს პლასტმასის ფანჯრის და კარის დასარეგულირებლად.
ფანჯრის ან კარის საგდულის დაწევის მიზეზი
ამის ორი მიზეზი შეიძლება იყოს: ახალ საცხოვრებელ ბინებში კარის და ფანჯრის კონსტრუქციას ისე ამონტაჟებენ, როგორც არის და არაფერს არეგულირებენ, ან სახელურიდან არეგულირებენ, ოღონდაც როგორმე დაიკეტოს. მეორე: გამოყენების პროცესში საყრდენი მექანიზმების მარეგულირებელი ხრახნები სუსტდება, ამოიხრახნება და ეს საგდულის დაწევის მიზეზი ხდება.
რა გჭირდებათ დასარეგულირებლად :პრობლემა სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ მოაგვაროთ. ამისთვის ავეჯის ექვსკუთხა გასაღები და ყოველი შემთხვევაში ჯვარედინი სახრახნისი დაგჭირდებათ. თუ დარეგულირებას აპირებთ, მექანიზმს წინასწარ ნებისმიერი მანქანის ზეთი წაუსვით.
კარის/ფანჯრის დარეგულირება დაწეული საგდულის მოსაშორებლად
ფანჯრის/კარის თითოეული საგდულის ზედა ბოლოში (ანჯამის მხარეს) მარეგულირებელი ხრახნი მდებარეობს. ეს ხრახნი საგდულის მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი. თუ საგდული დაწეულია, გამოდის, ხრახნი დასუსტებულია ან საერთოდ ამოხრახნილი. საათის ისრის მიმართულებით ექვსკუთხა გასაღებით მოუჭირეთ. მანამ მოუჭირეთ, სანამ საგდული ნორმალურად არ დაიხურება. ამით მორჩა! ასეთი მარტივი დარეგულირების შემდეგ საგდული ნორმალურ მდგომარეობას დაიბრუნებს და ჩარჩოს აღარ შეეხება.
რეგულირების დროს სხვა ხრახნის და სჭვალის მდგომარეობაც შეამოწმეთ, რადგან ისინიც შეიძლება დასუსტებული იყოს. ყველა მბრუნავ და საყრდენ მექანიზმს ზეთი აუცილებლად წაუსვით. თუ პროფილაქტიკა გადაწყვიტეთ, სალუქი რეზინები მტვრისგან გაწმინდეთ და სილიკონის საცხი წაუსვით. ეს ხელს არ შეგიშლით!
თქვენ თავად არეგულირებთ პლასტმასის კარსა და ფანჯარას თუ სპეციალისტს იძახებთ?