დილის 5 ნიშანი, რომელიც სისხლში შაქრის მაღალ დონესა და შესაძლო დიაბეტზე მიგანიშნებთ

2058

სისხლში გლუკოზის ძალიან მაღალი დონე ხშირად მე–2 ტიპის დიაბეტის არსებობაზე მიუთითებს. Vivien გიამბობთ, რომელ დილის ნიშნებს უნდა მიაქციოთ ყურადღება.

მე-2 ტიპის დიაბეტის დროს სისხლში შაქრის მაღალი დონე ქრონიკული მდგომარეობა ხდება. მსგავს დარღვევას ინსულინის ჰორმონის დამუშავების დისფუნქცია იწვევს. ინსულინი სისხლში გლუკოზის გამოყოფას არეგულირებს. დიაბეტიკებისთვის სისხლში შაქრის დონის ნორმალური დიაპაზონის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს პრინციპი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების პრევენციაში ან გადადებაში ეხმარებათ, როგორიცაა გულის დაავადებები, მხედველობის დაკარგვა, თირკმლების დაავადება, ტვინი.

პრობლემა იმაშია, რომ დიაბეტიკებმა შეიძლება არ იცოდნენ, როგორ იცვლება სისხლში შაქრის დონე მთელი დღის განმავლობაში. სხვათა შორის, მისი ზრდა შეიძლება დილით ადრე მოხდეს. დილით, სისხლში შაქრის დონის ზრდა ფიქსირდება, რასაც ორგანზმში ჰორმონალური ცვლილებები იწვევს. ამის შესახებ Medical News Today წერს. ბუნებრივი ბიორიტმის გავლენის ქვეშ ინსულინის ჰორმონის წარმოება თრგუნდება და სხვა ჰორმონების დონე იზრდება, რომლებიც გლუკოზას ზრდიან (ზრდის ჰორმონი, გლუკაგონი, კორტიზოლი).

ექსპერტები ასახელებენ დილის ნიშნებს, რომლებიც სისხლში შაქრის მაღალ დონესა და შესაძლო დიაბეტზე საუბრობენ:

  • სისუსტე
  • გულისრევა
  • ბუნდოვანი ხედვა
  • დეზორიენტაცია
  • ძლიერი წყურვილი

ექიმები შეგახსენებთ, რომ „განთიდის მსგავსი ფენომენი“ შეიძლება პრობლემური იყოს, რადგან ორგანიზმი ინსულინის ცვლილებას ბუნებრივად ვერ აკორექტირებს, რაც დილით სისხლში გლუკოზის სტაბილურ მაღალ დონეს იწვევს. მათი თქმით, დილით სისხლში შაქრის დონის მატება ყოველ მეორე მე-2 ტიპის დიაბეტიკს აღენიშნება.

როგორ გავუმკლავდეთ დილით სისხლში გლუკოზის რყევებს? პირველ რიგში, ექიმთან მედიკამენტის დოზირებასა და მის მისაღებად შესაფერის დროზე კონსულტანცია გაიარეთ.

  • საღამოს ადრე ივახშმეთ, ვახშმის შემდეგ ფეხით ისეირნეთ.
  • ძილის წინ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტებით წახემსებას მოერიდეთ.
  • რაციონის და ცხოვრების წესის შესაცვლელად ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.
  • მეტი სითხე დალიეთ, რომ ორგანიზმის დატენიანებას ხელი შეუწყოთ.
  • ცილებით და რთული ნახშირწყლებით ისაუზმეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს