არა მხოლოდ იმუნიტეტი – C ვიტამინი სიბერეს ებრძვის

771

თუ ადრე ქალებს სიბერის შეფერხებაზე მხოლოდ ოცნება შეეძლოთ, ახლა ეს სავსებით შესაძლებელია, მაგრამ გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. კოლაგენის ანტიასაკობრივი თვისების შესახებ უკვე ყველამ იცის, თუმცა სხვა ეფექტური საშუალებაც არსებობს, რომელიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. Vivien გიამბობთ, თუ როგორ ებრძვის C ვიტამინი სიბერეს და სად ვიპოვოთ.

C ვიტამინის მოქმედება – C ვიტამინი ერთ–ერთი ნივთიერებაა, რომლის ეფექტურობა სიბერის გარე ნიშნებთან ბრძოლის წინააღმდეგ კლინიკურად დადასტურებულია. კვლევის თანახმად, C ვიტამინი ორგანიზმში საკუთარი კოლაგენის წარმოებას ზრდის (კოლაგენის წარმოება უკვე 20 წლის შემდეგ ნელდება). კოლაგენს ახალგაზრდობის ცილას ტყუილად არ უწოდებენ. სწორედ ის არის პასუხისმგებელი კანის დატენიანებასა და მოქნილობაზე, მის ბზინვარებასა და ნაოჭების არ ქონაზე. თავისი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით C ვიტამინი ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან საიმედოდ იცავს. თავისუფალი რადიკალები ორგანიზმის უჯრედებს უტევენ, ანთებით რეაქციებს იწვევენ, ნაოჭების გაჩენას და ჰიპერპიგმენტაციას ხელს უწყობენ.სიბერე პროცესია, რომელიც პირველ რიგში, შიგნით ხდება და არა გარეთ, ამიტომ გლუვი კანი ყველაფერი არაა, რაზეც უნდა იზრუნოთ. ასაკთან ერთად გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი იზრდება, ამიტომ პროფილაქტიკაზე წინასწარ უნდა იზრუნოთ. C ვიტამინის რეგულარული მიღება ინსულტის რისკს 30%–ით ამცირებს, გულის კუნთებს და სისხლძარღვების კედლებს იცავს.ტვინის აქტივობის შემცირება დაბერების ერთ–ერთი მკაფიო ნიშანია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც C ვიტამინი დაგეხმარებათ. ტვინი თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე თავისუფალი რადიკალების ყველაზე ადვილად მისაწვდომი სამიზნეა, ამიტომ საიმედო დაცვა სჭირდება. C ვიტამინის რეგულარული მიღება კონცენტრაციას და შრომისუნარიანობას ზრდის, მეხსიერებას აუმჯობესებს და ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას ხელს უშლის.

სად ვიპოვოთ – უმარტივესი მეთოდი: რაციონი გაანალიზეთ და C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები ჩართეთ. ლიმონი დაივიწყეთ. ისპანახი, ხუჭუჭა კომბოსტო, მარწყვი და კივი ორჯერ მეტ ვიტამინს შეიცავს. ყურადღება მიაქციეთ ასკილს, შავ მოცხარს და ბროკოლს.C ვიტამინს საკვები დანამატის სახით ხშირად იღებენ. ასე ორგანიზმისთვის ადვილად ათვისებად ფორმაში გვხდება და ხშირად სხვა ვიტამინებთან და მინერალებთან კომბინაციაში. ყველაზე სასარგებლო ტანდემი: C და E ვიტამინები. ისინი ორმაგ ანტიოქსიდანტურ დაცვას უზრუნველყოფენ და სიბერის ნიშნებს აქტიურად ებრძვიან. გახსოვდეთ! საკვები დანამატების მიღებამდე ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია.

C ვიტამინი კოსმეტიკაშიც აქტიურად გამოიყენება. სპეციალისტები „რთული კომბინაციის“ საშუალებების გამოყენებას არ გირჩევენ. უპირატესობა ვიტამინების შრატებს მიანიჭეთ. გაწმენდილ კანზე კრემის წასმამდე წაისვით – ასე მაქსიმალური ეფექტი აქვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს