თავის ტკივილი ნამდვილად შეიძლება დღის უსიამოვნო დანამატი გახდეს, რაც რაიმეზე კონცენტრირებას ართულებს, გეგმების შეცვლას და ლოგინში დაბრუნებას გვაიძულებს.ნაბახუსევის გარდა სხვა მიზეზებიც არსებობს, რის გამოც დილით თავის ტკივილით ვიღვიძებთ. თუ დილით თავისი ტკივილის მიზეზს იპოვით, სავარაუდოდ, მისი მოშორების და თავიდან აცილების მეთოდსაც მიაგნებთ.Vivien გიზიარებთ 5 მიზეზს, რომელიც დილით თავის ტკივილს იწვევს.თუ თავის ტკივილი რეგულარულად გაწუხებთ და მიზეზს ვერ ადგენთ, თერაპევტს მიმართეთ, რომ უფრო სერიოზული მიზეზები გამორიცხოთ.
- სტრესი: თუ სამსახურში მძიმე კვირა გქონდათ, შაბათ–კვირას დასვენება მას ერთი ხელის მოქნევით ვერ მოგაშორებთ. როცა დუნდებით, მცირდება სტრესის ჰორმონის დონე, სწრაფად თავისუფლდება ნეიტროტრანსმიტერები – ტვინის ქიმიური შუამავლები, რომელიც გეუბნებათ, რომ დროა მოდუნდეთ. ამის გამო, სისხლძარღვები ვიწროვდება, შემდეგ ფართოვდება და ეს თავის ტკივილს იწვევს.
- გაუწყლოება: რამდენ ჭიქა წყალს სვამთ დღეში? ჯანდაცვის ეროვნული სამსახური გირჩევთ, რომ ყოველდღე 6-8 ჭიქა წყალი დალიოთ. თუ უფრო ნაკლებს სვამთ, ეს მწვავე თავის ტკივილს გამოიწვევს.
- კბილების კრაჭუნი: ეს ღამის ჩვევა შეიძლება დილით თავის ტკივილით გაღვიძების ხშირი მიზეზი გახდეს. კბილების კრაჭუნი და ყბის დაჭიმვა შეიძლება სტრესის ან შფოთვის შედეგი იყოს. ადამიანების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რომ ამას აკეთებენ, მაგრამ უმეტესობა მათგანი დღისით და ღამით კბილების აკრაჭუნებენ და ყბებს ჭიმავენ.
- ალკოჰოლი: შესაძლოა, ეს ყველაზე იდუმალი მიზეზი არაა. ნაბახუსევი ნიშნავს, რომ დილით მტკივნეული თავის ტკივილით გაიღვიძებთ. ტკივილგამაყუჩებელი, ბევრი სითხე და დამატებითი ელექტროლიტები ნაბახუსევის განკურნებაში დაგეხმარებათ.
- კვების პროდუქტები – ტრიგერები:თუ რეგულარულად შაკიკი ან თავის ტკივილი გაწუხებთ, ექიმები გირჩევენ, რომ ნებისმიერი შესაძლო ტრიგერი რაციონიდან გამორიცხოთ. ასეთია:
- ყველი
- გაზიანი სასმელი
- შავი შოკოლადი
- დამუშავებული ხორცი და თევზი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს