ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი ადამიანი შეუპოვრად და დიდხანს შრომობს, მაგრამ დიდ ფინანსურ წარმატებას მაინც ვერ აღწევს. ამავდროულად, სხვები, პრაქტიკულად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სწრაფად მდიდრდებიან. ასეთი ფენომენის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ბინის არასწორად ორგანიზებაა. Vivien გასწავლით, როგორ დამუხტოთ სახლი ფულის მოსაზიდად.ძველი ინდური ფილოსოფია ვასტუ გიამბობთ, როგორ მოაწყოთ სახლი ისე, რომ სხვა პლანეტებთან და მზესთან ჰარმონიაში იყოს. ამაზე დამოკიდებულია, ბინა მფლობელისთვის დადებით ენერგიას მოიზიდავს თუ არა.
სახლის დამუხტვა ფულის მოსაზიდად: 5 ნაბიჯი
ფულისთვის სივრცის გათავისუფლება – საიდან შემოვა ფული სახლში, თუ მისთვის ადგილი არაა? ვასტუს ფილოსოფიის თანახმად, სახლის ჩრდილოეთ ნაწილი სწრაფ ფულზე პასუხისმგებელია. ეს ზონა მერკურის, სწრაფი და მოძრავი პლანეტის, მფარველობის ქვეშ მდებარეობს. სწორედ ამიტომ, თუ ფინანსების სწრაფად მოზიდვა გსურთ, სახლის ჩრდილოეთ ნაწილი ინტერიერის მძიმე ნივთებისა და დიდი ავეჯისგან გაათავისუფლეთ. ეს ზონა ღია ფერებში გააფორმეთ. განათების არჩევისას კაშკაშა და ცივ ფერებს ყურადღება მიაქციეთ. მინის და ბროლის ნივთები სწორედ რომ შესაფერისია.
ახალი შესაძლებლობების მოზიდვა – ჩრდილო–აღმოსავლეთ ზონაში თავისუფლი სივრცე საჭიროა. სახლის ეს ნაწილი ფინანსური ნაკადის ახალ შესაძლებლობებზე, კავშირების გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. აქ, ძველი და უსარგებლო ნივთების ადგილი არაა. იდეალურია, თუ ჩრდილო–აღმოსავლეთ მხარეს ფანჯარა მდებარეობს. სხვა შემთხვევაში, ვასტუს ფილოსოფია გირჩევთ ამ მხარეში ვერცხლისფერ ჩარჩოში ჩასმული სარკე დაკიდოთ. ენერგეტიკულ დერეფანში სარკე რაც უფრო მსხვილია, მით უფრო მეტ ფინანსებს მოიზიდავს.
კომფორტის დონის გაზრდა – სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილი პასუხისმგებელია მოულოდნელ ფულზე პრემიის, საჩუქრის ან მოგების სახით, ასევე კომფორტის და ფუფუნების მაღალ დონეზე. საქმე იმაშია, რომ სახლის ამ ნაწილს ვენერა მფარველობს, რომელიც სიამოვნების მოყვარულია. ამ პლანეტას მუშაობა არ უყვარს, მაგრამ თუ მაინც მოუწევს, სამუშაოს სიამოვნება უნდა მოჰქონდეს. ამ ზონაში შეგიძლიათ მძიმე ნივთები მოათავსოთ და სივრცე თბილი ფერის მძიმე ტექსტილით გააფორმოთ. ნაზი და თბილი განათება შეარჩიეთ.
დანაზოგის შენახვა – სამხრეთ მხარე უსაფრთხოების ბალიშის შექმნასა და ფინანსების შენახვაზეა პასუხისმგებელი. ეს ზონა დაბლოკეთ, რომ ფულს გასვლის საშუალება არ მისცეთ. სასურველი არაა, რომ სამხრეთ მხარეს ფანჯარა ან კარი გქონდეთ, რომელიც ენერგიის გადინებას ხელს უწყობს. თუ ოთახში სამხრეთ მხარეს ფანჯარა მაინც გაქვთ, სქელი ფარდა დაკიდეთ.
კაპიტალის გამრავლება – ფულთან იდეალური ურთიერთობა მაშინ იწყება, როცა ფინანსები თქვენზე მუშაობს. სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში ჰარმონიული გარემო შექმენით, რომ ინვესტირების და კაპიტალის გამრავლების შესაძლებლობა გამოჩნდეს. სახლის ეს ნაწილი მეტნაკლებად მძიმე უნდა იყოს. ყავისფერი და ქვიშისფერი მასიური ავეჯი გამოგადგებათ. ამ ზონაში წითელ ფერზე უარი თქვით: ის ძალიან აგრესიული და აქტიურია.
სხვათა შორის, ძველი ინდური ფილოსოფია ვასტუ არა მხოლოდ ფულის მოზიდვას გასწავლით. ავეჯის და დეკორის სწორი დაგეგმარება ჯანმრთელობას, ოჯახის წევრების ურთიერთობას აუმჯობესებს და საკუთარ თავთან და სამყაროსთან შინაგან ჰარმონიას ზრდის.