5 რამ, რითაც ყვითელი საზამთრო წითლისგან განსხვავდება – არა მხოლოდ ფერით

1280

ახლა მწიფე, ტკბილი საზამთროსთვის იდეალური დროა. თამამად შეგიძლიათ შეიძინოთ და უსიამოვნო შედეგებს არ ელოდოთ. ალბათ იცით, თუ როგორ აარჩიოთ კარგი ხილი სწორად. ამის შესახებ არაერთხელ გიამბეთ. ღირს თუ არა ფერებით ექსპერიმენტი? Vivien ეცდება გაარკვიოს, თუ რით განსხვავდება ყვითელი საზამთრო წითლისგან.

გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეპოქაში რთული სათქმელია, თუ რომელი ბოსტნეულის და ხილის სახეობაა მოყვანილი ბუნებრივად და რომელი არა. ყველაფერი, რაც ჩვეული ნიმუშისგან განსხვავდება, ეჭვს იწვევს. ეს ყვითელ საზამთროსაც ეხება, რომელიც კლასიკური ვარიანტისგან აშკარად შორსაა. რა არის მათი თავისებურება?

ყვითელი და წითელი საზამთროს განსხვავებები

  1. ფერი – აქ, ყველაფერი თვალსაჩინოა, ფერის სხვაობა ადვილად შესამჩნევია. რით არის გამოწვეული? ნაყოფს წითელ ფერს პიგმენტი ლიკოპინი ანიჭებს. ყვითელ ნაყოფში ეს პიგმენტი არ არსებობს, მაგრამ ამით ნაკლებად სასარგებლო არაა. ყვითელ ნაყოფში შემავალი ბეტა კაროტინიც ძლიერი ანტიოქსიდანტია.წითელი საზამთრო ნელა მწიფდება. სწორედ ამიტომ, ყვითელ ნაყოფს შეგვიძლია სწრაფად დამწიფებადი ვუწოდოთ. პესტიციდების გაზრდილი რაოდენობის შეგიძლიათ არ შეგეშინდეთ. ითვლება, რომ მასში ნაკლები შაქარია, რაც კენკრას დაბალკალორიულს ხდის.
  2. წარმოშობა – ორივე სახეობის საზამთრო აბსოლუტურად ნატურალურია. მათი სამშობლოა აფრიკა. სელექციონერები ნებისმიერ თანამედროვე ხილ–ბოსტნეულში, რომელიც მაღაზიაში იყიდება, თავის ხელს ურევენ. თავიდან საზამთრო ყვითელი, ნაკლებად შაქრიანი რბილობის იყო. შეჯვარების შედეგად საყვარელი კენკრა მივიღეთ.
  3. სარგებელი და ზიანი – როგორც უკვე ითქვა, ორივე საზამთრო ერთნაირად სასარგებლოა. ორივე ხილი ბევრ A და C ვიტამინებს, კალიუმს და მაგნიუმს შეიცავს. დიაბეტიკებს, გახდომის მსურველებს და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემების მქონე ხალხს ყვითელი საზამთროს ჭამა შეუძლიათ. თირკმლების დაავადებების დროს მისი მიღება უკუჩვენებულია, რადგან შარდმდენი ეფექტი აქვს. ამასთან ნაყოფის საეჭვო ხარისხი შეიძლება ძლიერი მოწამვლის მიზეზი გახდეს.
  4. ფასი – ჩვენთან ყველაფერს, რაც ეგზოტიკურად ითვლება, ფასს უმატებენ. მაგალითად, წითელი საზამთრო სპეციალურ ფიგურის ფორმაში გაზრდილი. უჩვეულო ფორმა ფასს რამდენჯერმე ზრდის, მაგრამ ამით გემო არ იცვლება. იგივე უჩვეულო ფერს ეხება. გამართლებულია? ძალიან საეჭვოა.
  5. გემო – ისინი, ვისაც ყვითელი საზამთრო გასინჯული აქვთ, ირწმუნებიან, რომ ის მის კოლეგაზე უფრო ტკბილია. ამასთან რბილობს ერთგვარი ეგზოტიკური, მსუბუქი თაფლის გემო აქვს. გამყიდველს არ ენდოთ, რომელიც ამბობს, რომ ეს ხილი ატმის ან სხვა ნაყოფთან შეჯვარებით მიიღეს. ასეთი ლეგენდები უბრალოდ გაყიდვებს ზრდის. სამაგიეროდ, მასში ნაკლები თესლი შეგხვდებათ.

ყვითელი საზამთრო წითლისგან მხოლოდ გარეგნულად განსხვავდება. სხვა მნიშვნელოვანი განსხვავება მათ შორის არაა. აირჩიეთ ის, რომელიც მოგწონთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს