მაღალი წნევა – მცენარე, რომელიც ჰიპერტონიას 2 საათში მნიშვნელოვნად ამცირებს

1152

მაღალი არტერიული წნევა გულის დაავადებების რისკს ზრდის, გულს მეტად მუშაობს აიძულებს, რომ სისხლი მთელ ორგანიზმს მიაწოდოს. ჯანმრთელობის სერიოზული გართულების თავიდან ასაცილებლად მაღალი არტერიული წნევის გაკონტროლება ძალიან მნიშვნელოვანია.ამ სფეროს მკვლევარები ერთ–ერთი პროდუქტით, კოჭით დაინტერესდნენ. მოყვავილე მცენარე, რომელსაც, ძირითადად, ფესვის გამო ზრდიან. არსებობს ცხოველებზე ჩატარებული რამდენიმე კვლევა, რომლებიც კოჭით არტერიული წნევის შემცირებაზე საუბრობს, მაგრამ ადამიანზე კვლევის ჩასატარებლად საკმარისი არაა.ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში (BMJ) სისტემური მიმოხილვის მიზნით ადამიანში კოჭის მიღების არსებულ მონაცემებს გადახედეს. მკვლევარებმა მონაცემების რამდენიმე ბაზა შეისწავლეს, მათ შორის CENTRAL, MEDLINE და EMBASE, რომ ამ სფეროში მნიშვნელოვანი კვლევები გამოევლინათ.სრული ანალიზის შემდეგ გამოვლინდა ერთი კვლევა. მასში 50  და 100 მგ/კგ კოჭა და პლაცებო ჯანმრთელ ადამიანებზე შეისწავლეს. კვლევის ფარგლებში 100 მგ/კგ კოჭის მიღებამ სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა მნიშვნელოვნად შეამცირა, მათგან დიასტოლური წნევა – 2 საათში.

რას ნიშნავს ეს ციფრები – საიმედო შედეგების მიუხედავად, „აუცილებელია დამატებითი ცდები ადამიანებზე, რომლებიც ჰიპერტონიკებზე სტანდარტული ექსტრაქტის სხვადასხვა დოზის გავლენას შეისწავლის“ – ასკვნიან მკვლევარები.

ზოგადი რჩევები მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად – ერთ–ერთი მთავარი მეთოდი მაღალი არტერიული წნევის წინააღმდეგ – მარილის მიღების შემცირება.„დიეტა მარილის მაღალი შემცველობით ორგანიზმში ნატრიუმის ბუნებრივ ბალანსს არღვევს“ – განმარტავს Action on Salt, სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც მარილს და ჯანმრთელობაზე მის გავლენას სწავლობს.თქვენ ყოველდღე 5 ულუფა ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვათ.„ძალიან ბევრი ალკოჰოლის რეგულარულმა მიღებამ დროთა განმავლობაში შეიძლება წნევის ზრდა გამოიწვიოს“.

შეგახსენებთ, ნებისმიერი მედიკამენტის და საკვები დანამატის მიღებამდე ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს