ბავშვობიდან ყველას გვჯერა, რომ სხეულის ნორმალური ტემპერატურა 36,6 გრადუსია. ბევრი ფიქრობს, რომ ამ ნორმიდან ნებისმიერი გადახრა რაიმე დაავადების ნიშანია. სინამდვილეში ასე არაა. ამ საკითხთან მიმართებაში ბევრი მცდარი მოსაზრება არსებობს. Vivien გიამბობთ, რომელი ტემპერატურა ითვლება ჯანმრთელი ადამიანისთვის ნორმად და როგორ გავიზომოთ.
სხეულის რომელ ნაწილში გავიზომოთ ტემპერატურა? – ჩვეულებრივ, ტემპერატურას იღლიის ქვეშ იზომავენ. ტემპერატურის გასაზომად კიდევ 2 ადგილი არსებობს: სწორი ნაწლავი და ენის ქვეშ. ეს წერტილები უფრო ახლოსაა იმ ზონებთან, სადაც სხეულის ტემპერატურა მუდმივია.
იღლიის ქვეშ ტემპერატურის მაჩვენებელი შეიძლება იყოს ზუსტი იმ შემთხვევაში, თუ პროცედურა სწორად სრულდება: თერმომეტრის ბოლო ღრმულში ღრმად უნდა ჩადოთ (სწორედ ღრმულში და არა ღრმად უკან, როგორც ბევრი ფიქრობს), ამასთან ძლიერ უნდა დააწვეთ და მინიმუმ 7 წუთით გაიჩეროთ.ადამიანის სხეულის აღნაგობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჭარბწონიან ადამიანში ცხიმის ფენა თერმომეტრის სხეულთან ნორმალურ კონტაქტს ხელს უშლის.
რომელი თერმომეტრია საიმედო
როგორც წესი, ვერცხლისწყლის თერმომეტრს ვიყენებთ, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ის აკრძალულია, რადგან ვერცხლისწყალი სახიფათოა. თუ შემთხვევით ასეთ თერმომეტრს გატეხავთ, გაფანტული ვერცხლისწყალი სწრაფად უნდა შეაგროვოთ და სპეციალისტები გამოიძახოთ.ბოლო დროს ელექტრო თერმომეტრი პოპულარული გახდა. მათი დახმარებით პირში ან სწორ ნაწლავში თერმომეტრის გაზომვა შეგიძლიათ. ასეთი თერმომეტრით იღლიაში ტემპერატურას ვერ გაიზომავთ, რადგან ამ შემთხვევაში შეცდომას უშვებს.კიდევ უფრო ნაკლებად საიმედოა ფიტნეს სამაჯური და სხვა თანამედროვე გაჯეტი. მათი შედეგი ზუსტი არაა, რადგან სხეულს მჭიდროდ არ ეკვრის, ხოლო მაჯაზე ტემპერატურა ყოველთვის უფრო დაბალია, ვიდრე მკერდთან ან მუცლის ზონაში.
რომელი ტემპერატურა შეიძლება ჩაითვალოს ნორმად?
ყველასთვის ნაცნობი მაჩვენებელი 36,6 გრადუსი – საშუალო მაჩვენებელია. რეალურად, ადამიანის სხეულის ტემპერატურა 36-დან 37 გრადუსამდე მერყეობს.ადამიანის სხეულის ტემპერატურაზე რამდენიმე ფაქტორი გავლენას ახდენს. ის დღის მონაკვეთში იცვლება: დილით (გაღვიძების შემდეგ) შეიძლება 36,6 გრადუსზე დაბალი იყოს, საღამოს – მაღალი. ასევე ტემპერატურა იცვლება:
- ჭამის შემდეგ
- ამინდის ცვლილების გამო (ამ მხრივ ხანდაზმულები და ჰიპერტონიკები უფრო მგრძნობიარე არიან)
- სტრესის შედეგად
- დაღლილობის, მძიმე ფიზიკური შრომის შემდეგ
- ცხელ შენობაში დიდხანს ყოფნის შემდეგ
ძირითადად, ნორმიდან გადახრა უმნიშვნელოა. უმეტეს შემთხვევაში ჯანმრთელი ადამიანების ტემპერატურა ნორმალურ დონეს 1-3 საათში უბრუნდება. ჩვეულებრივ, ტემპერატურის ცვლილება რაიმე დაავადების ნიშანი არაა.37 გრადუსზე ოდნავ მაღალ ტემპერატურაზე ექიმთან მისვლა, მით უფრო სიცხის დამწევი საშუალების მიღება არ ღირს. შეშფოთების მიზეზი შეიძლება იყოს, თუ 37,2 გრადუსი რამდენიმე დღე შენარჩუნებულია. ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ, თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღალია.
ზუსტად ასე, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ, თუ რამდენიმე დღე თქვენი ტემპერატურა 36 გრადუსზე დაბალია. ჰიპოთერმია შეიძლება გამოწვეული იყოს მოწამვლით, შაქრის დაბალი დონით, თავის ტკივილებით და ზოგიერთი ქრონიკული დაავადებით.