ალოეს 5 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

1335

ალოე მრავალწლოვანი სუკულენტია, რომელსაც ბევრი ადამიანის სახლში ფანჯრის რაფაზე იპოვით. დღეს Vivien ალოეს 5 სასარგებლო თვისების შესახებ გიამბობთ და რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს გთავაზობთ.

1. სახის ნიღაბი.ახალი ალოეს წვენის და ნაღების ნარევი (1:1) სახის კანს აჯანსაღებს და მის ფერს აუმჯობესებს. ნიღაბი როგორც დილით, ასევე საღამოს დაბანის შემდეგ შეგიძლიათ წაისვათ. ნიღაბი სჯობს ბამბით ან მარლის სალფეთქით წაისვათ.პრობლემური, ანთებითი სახის კანის მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუ ნიღაბს ყოველდღე 15 წუთით გაიკეთებთ. ამისთვის 2 ს/კ ახალი ალოეს წვენი და 1 კვერცხის ცილა დაგჭირდებათ.

2. დამწვრობა. ნებისმიერი სირთულის დამწვრობის დროს დაზიანებულ ადგილას ახალი ალოეს წვენის წასმა ზედმეტი არაა. ამასთან, თავად დამწვრობა სხვა არაფრით დაამუშავოთ. წვენს კანში მაქსიმალურად შესაღწევად დრო მიეცით, 20-30 წუთი საკმარისია. ალოეს ნარჩენები სალფეთქით მოიშორეთ.

3. ჭრილობა და ნაკაწრი. ახალი ალოეს წვენის და მისი ფოთლების რბილობის საფენები ღრმა ნაკაწრის და ჩირქოვანი ჭრილობის შეხორცებაში დაგეხმარებათ. გაჭრილ ჭრილობაზე ახალი ალოეს წვენით გაჟღენთილი მარლა დაიფინეთ, აუცილებლობის შემთხვევში ახალი საფენით ჩაანაცვლეთ. ჩირქოვანი ჭრილობის შემთხვევაში მარლის ნაცვლად დაიფინეთ ალოეს რბილობი (ახალ მოჭრილ ფოთოლს კანი მოაშორეთ და გამჭვირვალე რბილობი გამოიყენეთ), რომელიც არა მხოლოდ ჭრილობას გაწმენდას და შეახორცებს, არამედ ჩირქს შიგნიდან გამოდევნის.

4. ზედა სასუნთქი გზების დაავადებები. მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების, სურდოს და ყელ–ყურ–ცხვირის დაავადებების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ასეთი რეცეპტი: 300 გრ ალოეს ფოთოლი, 3 ს/კ თაფლი, 3 ს/კ სამედიცინო სპირტი. ალოეს ფოთოლი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, მიღებულ მასას თაფლი და სპირტი აურიეთ. 1 ჩ/კ ნარევი ჭამის წინ დღეში 3-ჯერ მიიღეთ.სურდოს, რინიტის, ტონზილიტის და ცხვირხახის სხვა დაავადებების დროს ახალდაწურული ალოეს წვენი ნესტოში ჩაიწვეთეთ: უფროსებისთვის 5-8 წვეთი ყოველ 3-5 საათში, 3-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის 4-5 წვეთი და 3 წლამდე ბავშვებში 2-3 წვეთი.

5. კუჭის დაავადებები. კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს დღეში 2-ჯერ ალოეს ფოთლის ნაჭერი (დაახლოებით 5 სმ სიგრძის) შეჭამეთ, კარგად დაღეჭეთ. ეს უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე გააკეთეთ. ალოეს მწარე გემო აქვს, ამიტომ თუ სუფთა სახით მისი ჭამა გიჭირთ, თაფლი მიაყოლეთ. მკურნალობის კურსი 3 თვე გრძელდება, აუცილებლობის შემთხვევაში ერთ თვეში გაიმეორეთ. მსგავსი პროცედურა ცხვირიდან ხშირი სისხლდენის დროსაც სასარგებლოა.ქრონიკული კუჭის წყლულის და გასტრიტის დროს სასარგებლოა თითო ჩაის კოვზი ალოეს წვენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ მიიღოთ. წვენი ასე მოამზადეთ: ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და სქელ ნაჭერში გაწურეთ, შემდეგ 3-4 წუთით ადუღეთ. ასეთი წვენი არ ინახება, ამიტომ ყოველი მიღების წინ მოამზადეთ.

კუჭის წყლულოვანი დაავადების და გასტრიტის დროს დადებითი გავლენა აქვს შემდეგ ნარევს: ალოეს წვენი, თაფლი და ზეითუნის ზეთი თანაბარი პროპორციებით აიღეთ, კარგად აურიეთ, მინის ბოთლში ჩაასხით და წყლით სავსე ქვაბში ჩადეთ, 3 საათით ადუღეთ. შემდეგ გააგრილეთ, მჭიდროდ შეკარით, რომ ჰაერი არ მოხვდეს და მაცივარში გააჩერეთ. ნარევი მანამ შეგიძლიათ შეინახოთ, სანამ ქაფი არ წარმოიშვება – ნიშანი, რომ სამკურნალო საშუალების გამოყენების ვადა გავიდა. თითო სუფრის კოვზი ნარევი ყოველ დილით, უზმოზე მიიღეთ. წინასწარ ნარევი შეანჟღრიეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს