Vivien გიზიარებთ თმის ცვენის საწინააღმდეგო სუპერ ნიღბის რეცეპტს, რომლის დახმარებით თმა შეშლილივით იზრდება. რეცეპტის ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ მარტივ ვარიანტს გთავაზობთ, რომლის ხშირად გამოყენება შეიძლება.
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ წიწაკის სააფთიაქო ნაყენი
- 1 ს/კ ბალზამი (თქვენი თმის ტიპისთვის)
- 1 ს/კ შემთბარი აბუსალათინის ზეთი (ბირკავას ან ნუშის ზეთიც გამოგადგებათ)
ფრთხილად! ყურადღება მიაქციეთ, რომ წიწაკა თვალში არ მოგხვდეთ.ნიღაბი ბამბის დისკებით თმის ძირებში წაისვით. არ შეიზილოთ და საშხაპე ქუდი არ დაიხუროთ. ნიღაბი სისხლის ძლიერ მიმოქცევას იწვევს და სკალპს და თმის ბოლქვებს კვებავს.სუპერ ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთეთ, თუ თმის სწრაფად გაზრდა გსურთ. თმის ცვენის პროფილაქტიკისთვის კვირაში ერთხელაც საკმარისია.თუ წვას ვერ გრძნობთ, ან ნაყენია ვადაგასული ან სჯობს მხოლოდ ნაყენი გახსნათ წყალში 1:1 პროპორციით. თუ მაინც ვერ გრძნობთ წვას, 1:5 პროპორცია (წიწაკა:წყალი) გამოიყენეთ.ნიღაბი დაახლოებით 1 საათით გაიჩერეთ. თუ ძლიერ წვას გრძნობთ, რამდენ ხანსაც შეძლებთ.
თუ ძალიან მშრალი სკალპი გაქვთ, ნაყენი ზეთთან ერთად გამოიყენეთ, თუ ნორმალური ან ცხიმიანი თავის კანი გაქვთ, წყალში აურიეთ. სუპერ ნიღაბი კაცებისთვისაც რეკომენდებულია, რომ მელოტ ადგილებში თმა გაიზარდოს და თმის ცვენა შეფერხდეს. ასეთ ნიღაბს ნამდვილად ძლიერი ეფექტი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ შედეგის მისაღებად ნიღაბი 2-3 თვე გაიკეთოთ.