ნაწლავების მიკროფლორის აღდგენაში ხალხური საშუალებები დაგეხმარებათ

865

Vivien გიზიარებთ ხალხურ რეცეპტებს, რომელთა დახმარებით ნაწლავების მიკროფლორის აღდგენას შეძლებთ.

1. მრავალძარღვა და კოთხუჯის ფესვები – მრავალძარღვა კოთხუჯის ფესვებთან ერთად ნაწლავების ფლორის აღსადგენად შესანიშნავი მეთოდია.2 ჩ/კ სამკურნალო ბალახების ნარევს მდუღარე წყალი დაასხით და ნახევარი საათით დააყენეთ. 50-50 მლ ნაყენი ყოველდღე, ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე დალიეთ, მკურნალობის კურსი: 10 დღე.

2. ბრაგა – ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ ნაწლავების მიკროფლორის აღდგენაში ბრაგა დაგეხმარებათ. ეს ყველაზე მარტივი ხალხური რეცეპტია. ნახევარ ლიტრ თბილ წყალს თითო სუფრის კოვზი თაფლი და შაქარი და ზუსტად 2 გრ საფუარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და რამდენიმე საათით თბილ ადგილას დუღილისთვის გააჩერეთ.უფრო დიდხანს გაჩერება საჭირო არაა, რადგან მათრობელა ბრაგას მიიღებთ. დაუყონებლივ ერთი მოსმით მთლიანად დალიეთ. ზუსტად კვებებს შორის დალიეთ. დღეში სულ 2 ჭიქა გამოვა.

ამ საშუალებით ნაწლავებში ფერმენტულ მიკროორგანიზმებს დაამკვიდრებთ და ამით ნორმალურ მუშაობას აღადგენთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს