ჭარბი ოფლიანობა ქალებში და 5 რჩევა სიმშრალის შესანარჩუნებლად

2462

ჩვენ, ყველა ვოფლიანობთ და კანის ფორებიდან ოფლის გამოსვლა ბუნებრივი პროცესია. ასე ორგანიზმი სხეულის მუდმივ ტემპერატურას ინარჩუნებს. ზოგჯერ უხერხული სიტუაცია იქმნება, როცა უხვი ოფლდენის გამო სხეულზე უსიამოვნო სუნი აგვდის. ეს ორგანიზმში მიმდინარე ბევრ პროცესს უკავშირდება.ჭარბ ოფლიანობას იწვევს არა მხოლოდ ცხელი ამინდი, არამედ არასწორად შერჩეული ტანსაცმელი, კოფეინის შემცველი პროდუქტების ჭარბად მიღება და ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ფონის ცვლილება. დღეს Vivien გიზიარებთ 5 რჩევას, როგორ შეამციროთ ოფლდენა და დარჩეთ მშრალი.

  1. კოფეინის მიღება შეამცირეთ – ბევრ კოფეინს ყავა, ჩაი და ენერგეტიკული სასმელები შეიცავს. კოფეინი სხეულის ტემპერატურას ზრდის, რადგან თერმოგენურია. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ფინჯანი ყავა, რომელსაც სიცხეში სვამთ, ჩვეულებრივზე მეტ ოფლდენას იწვევს. თუ ჭარბი ოფლიანობის თავიდან არიდება გსურთ, კოფეინის მიღება შეამცირეთ.
  2. სწორი ტანსაცმელი შეარჩიეთ – შესაძლებლობის მიხედვით ნატურალური ან მაღალტექნოლოგიური ქსოვილი შეარჩიეთ, რომელიც სითბოს კარგად ატარებს და ჭარბ ოფლიანობას ხელს უშლის. ნატურალური ქსოვილის სახით შეგიძლიათ ბამბა და სელი გამოიყენოთ.
  3. ცხარე საკვები ნაკლებად მიირთვით – ცხარე საკვები, როგორიცაა კარი და ცხარე წიწაკა, ჭარბ ოფლიანობას ხელს უწყობს. გარდა ამისა, თავად კარი სხეულის უსიამოვნო სუნს იწვევს, რადგან ოფლთან ერთად შეიძლება პროდუქტში შემავალი ზოგიერთი ქიმიური ნაერთი გამოვიდეს. თუ ნიორი და ხახვი გიყვართ, მოემზადეთ, რომ თქვენს კანს შესაბამისი სუნი ექნება.
  4. სტრესი შეამცირეთ – სტრესი ჭარბ ოფლიანობას იწვევს, განსაკუთრებით ქალებში. ეს გასაკვირი არაა, რადგან სტრესის დროს სიმპატიკური ნერვული სისტემა აქტიურდება. სისხლში სტრესის ჰორმონები ხვდება. კანი მშრალი რომ დარჩეს და ოფლით არ დაიფაროს, სტრესთან ბრძოლის ტექნიკას დაეუფლეთ. დროულად მოდუნება ისწავლეთ. ღრმა სუნთქვის ტექნიკა აითვისეთ.
  5. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ – ჭარბი წონა გაძლიერებულ ოფლდენას ხელს უწყობს. ენერგიის ბალანს ყურადღება მიაქციეთ. კალორიები გონივრულად მიიღეთ და ფიზიკურად აქტიური დარჩით. მავნე ჩვევებზე აუცილებლად უარი თქვით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს